როგორ გამოიყურება თსუ-ს ახალი სტუდენტური საცხოვრებელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 320-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ აშენდა, ჯერ არ გახსნილა. თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელში ინვენტარის შეტანისა და სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულებულია, – ამჟამად მიმდინარეობს სტუდენტთა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შერჩევა და მათი შესახლება უახლოეს დღეებში მოხდება, – განმარტავენ თსუ-ში. ახალი სტუდენტური საცხოვრებელი სამი ოთხსართულიანი კორპუსის, საზოგადოებრივ/ადმინისტრაციული დანიშნულების […]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 320-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ აშენდა, ჯერ არ გახსნილა.

თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელში ინვენტარის შეტანისა და სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულებულია, – ამჟამად მიმდინარეობს სტუდენტთა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შერჩევა და მათი შესახლება უახლოეს დღეებში მოხდება, – განმარტავენ თსუ-ში.

ახალი სტუდენტური საცხოვრებელი სამი ოთხსართულიანი კორპუსის, საზოგადოებრივ/ადმინისტრაციული დანიშნულების შენობისა და სპორტული მოედნისგან შედგება.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 250 777 ლარით დაფინანსდა. საცხოვრებელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცა.

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.