სიახლე „სამედიცინო კორპორაცია ევექსში“ დიაბეტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისათვის

“სამედიცინო კორპორაცია ევექსი” დიაბეტის მართვის პროგრამის სპეციალიზირებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტში ჩაერთო, რაც დიაბეტის მქონე პირებისათვის გარკვეული კვლევების თანადაფინანსებას გულისხმობს. პროგრამა გულისხმობს შაქრიანი (ინსულინმომხმარებელი, არაინსულინმომხმარებელი) დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ექიმ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით მედიკამენტის დოზის კორექციას, ასევე პროგრამის მოსარგებლეების შესაბამის სამედიცინო განათლებას. პროგრამის ფარგლებში პაციენტებს საჭიროებისამებრ ჩაუტარდებათ ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის და ანგიოლოგის კონსულტაციები, ასევე კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევები: · გლუკოზის განსაზღვრა […]

“სამედიცინო კორპორაცია ევექსი” დიაბეტის მართვის პროგრამის სპეციალიზირებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტში ჩაერთო, რაც დიაბეტის მქონე პირებისათვის გარკვეული კვლევების თანადაფინანსებას გულისხმობს.

პროგრამა გულისხმობს შაქრიანი (ინსულინმომხმარებელი, არაინსულინმომხმარებელი) დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ექიმ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით მედიკამენტის დოზის კორექციას, ასევე პროგრამის მოსარგებლეების შესაბამის სამედიცინო განათლებას. პროგრამის ფარგლებში პაციენტებს საჭიროებისამებრ ჩაუტარდებათ ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის და ანგიოლოგის კონსულტაციები, ასევე კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევები:

· გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, არანაკლებ 6 ერთეულისა ერთ პაციენტზე;
· გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა;
· კრეატინინის და/ან შარდოვანას განსაზღვრა სისხლში;
· მიკროალბუმინურიის კვლევა;
· სისხლის საერთო ანალიზი;
· შარდის საერთო ანალიზი;
· С- პეპტიდი;
· ჰომა – 2-ის ინდექსი;
· ე.კ.გ;

პროგრამა ასევე ითვალისწინებს უშაქრო დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების შესაბამისად ნევროპათოლოგის და ოფთალმოლოგის კონსულტაციას და კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს:

· სისხლის საერთო ანალიზი
· თავის ქალის რენტგენოგრაფია
· თვალის ფსკერისა და მხედველობის ველის გამოკვლევა
· გლუკოზის განსაზღვრა სისხლში უზმოდ და ჭამის შემდეგ
· შარდის საერთო ანალიზი (არანაკლებ 2 ერთეულისა)
· ზიმნიცკის სინჯი (არანაკლებ 2 ერთეულისა)
· ელექტროლიტების – Na, К – განსაზღვრა სისხლში

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ დიაბეტის მქონე პირებს აღნიშნული პროგრამით იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის და კახეთის შემდეგ სამედიცინო ცენტრებში მოემსახურება:

· წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი მის: პ.იაშვილის № 9
· ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მის: ოცხელის N2
· ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი მის: გამსახურდიას №206
· ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში მის: მემედ აბაშიძის №18;
· თელავის რეფერალური ჰოსპიტალი მის: ვ. სეხნიაშვილის №1

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სამედიცინო კორპორაცია ევექსის ცხელ ხაზს: 2 55 05 05, *05 05

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.