რატომ ტოვებენ მოსწავლეები სკოლას

ქართული განათლების სისტემის ოპტიმიზაცია 2003 წლიდან იწყება.აქედან მოყოლებული მინისტრებთან ერთად იცვლებოდა განათლების სისტემის სტრატეგია და ზოგადად, მმართველობაც ცენტრალიზირებულიდან დეცენტრალიზებული ხდებოდა ან პირიქით. ჩვენ, უბრალო მოქალაქეები იშვიათად თუ ჩავხედავთ შრომის კოდექსს ან სხვა საკანონმდებლო აქტებს, რომლის ცოდნა უფრო გაამარტივებდა ჩვენს ცხოვრებას, ან პოლემიკის დროს არგუმენტირებულ მსჯელობას მაინც შეგვაჩვევდა. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევებზეც, […]

ქართული განათლების სისტემის ოპტიმიზაცია 2003 წლიდან იწყება.აქედან მოყოლებული მინისტრებთან ერთად იცვლებოდა განათლების სისტემის სტრატეგია და ზოგადად, მმართველობაც ცენტრალიზირებულიდან დეცენტრალიზებული ხდებოდა ან პირიქით.

ჩვენ, უბრალო მოქალაქეები იშვიათად თუ ჩავხედავთ შრომის კოდექსს ან სხვა საკანონმდებლო აქტებს, რომლის ცოდნა უფრო გაამარტივებდა ჩვენს ცხოვრებას, ან პოლემიკის დროს არგუმენტირებულ მსჯელობას მაინც შეგვაჩვევდა. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევებზეც, რომელიც საჭიროსთან ერთად საინტერესო მონაცემებს გვაწვდის ქართული განათლების სისტემის შესახებ .

საქსტატის გვერდზე შემდეგ ინფორმაციას ამოიკითხავთ :სწავლის მიტოვება

2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისისათვის სწავლა მიატოვა 11512 მოსწავლემ 

რომელთაგან  6677 ბიჭი ,4835 გოგოა.

სწავლის მიტოვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საბაზისო საფეხურის დასასრულს აღინიშნება და მეათე კლასისათვის 3657 მოსწავლეს შეადგენს, მათგან უმრავლესი ბიჭია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში სკოლის მიტოვების ტენდენცია მცირდება.

ბევრს ბაქტორთან ერთად, სწავლის მიტოვების მიზეზი შეიძლება იყოს ფიზიკური შრომა ან ნაადრევი ქორწინება.

სამწუხაროდ, საქართველოში ადრეულ ასაკში ქორწინების ზუსტი რაოდენობა არ არის ცნობილი.თუმცა,  სახალხო დამცველის მიერ 2016 წელს მომზადებულ ანგარიშში “ადრეულ ასაკში ქორწინება: გამოწვევები და გადაჭრის გზები” მოხერხდა გარკვეული მონაცემების შეგროვება:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  ინფორმაციის თანახმად,  2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა, ხოლო 2014 წელს – 665. მოცემული მაჩვენებლებიდან, 95%-ის შემთხვევაში, არასრულწლოვანი გოგო იყო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციის თანახმად , 2015 წელს, ოჯახის შექმნის მიზეზით, სწავლა 13–დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ შეწყვიტა, ხოლო 168 შემთხვევაში, სწავლას თავი 18 წელს მიღწეულმა პირმა დაანება.

აღსანიშნავია, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების გამო, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში არ არის გამოკვეთილი მხოლოდ გოგონების მიერ სკოლის მიტოვების ფაქტები. ბიჭებიც ნაკლებად დადიან დამამთავრებელ კლასებში, რადგან ფიქსირდება ბავშვთა შრომა 12 შინა მეურნეობებში

საინტერესოა ის ფაქტი, რომ კვლევაში აღნიშნულია მასწავლებლების დამოკიდებულება ორსული გოგონების მიმართაც. უმრავლეს შემთხვევაში, მასწავლებლები არ ეთანხმებიან ორსული გოგონების სკოლაში სიარულს და ფიქრობენ, რომ ეს დაუშვებელია. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგებიან ბავშვის ფუნდამენტურ უფლებას – მიიღოს განათლება და განვითარდეს, როგორც სრულფასოვანი ადამიანი.

დატოვე კომენტარი