რას აკეთებს ახალი მინისტრი ?

მიხეილ ჩხენკელი,  2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს ორი თვის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო და მისი განცხადებებიდან ჩანს რომ განათლების სფეროში დაინტერესებულთ უფრო  მეტი სიახლე გველის წინ Edulab  გაგაცნოთ განათლების სფეროში არსებულ სიახლეებს: მასწავლებელთა სახელფასო დანამატი იზრდება რაც მხოლოდ 2 კატეგორიის – წამყვანი და მენტორი სტატუსის მქონე მასწავლებლებს შეეხება.წამყვანი […]

მიხეილ ჩხენკელი,  2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს

ორი თვის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო და მისი განცხადებებიდან ჩანს რომ განათლების სფეროში დაინტერესებულთ უფრო  მეტი სიახლე გველის წინ

Edulab  გაგაცნოთ განათლების სფეროში არსებულ სიახლეებს:

  1. მასწავლებელთა სახელფასო დანამატი იზრდება რაც მხოლოდ 2 კატეგორიის – წამყვანი და მენტორი სტატუსის მქონე მასწავლებლებს შეეხება.წამყვანი მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში, ნაცვლად 500 ლარისა განისაზღვრება 700 ლარით, ხოლო მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი ნაცვლად 700 ლარისა განისაზღვრება 1000 ლარით.
  2. სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობს უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემის ცვლილებაზე

„ერთ-ერთი მოდელი, რომელსაც განვიხილავთ, სახელმწიფო უნივერსიტეტეტების საბაზისო დაფინანსებაა, რამეთუ სახელმწიფო უნივერსიტეტები არ უნდა ოპერირებდნენ, როგორც კერძო უნივერსიტეტები. რეალობა ასეთი გვაქვს, რომ მათი შემოსავლის ძირითადი ნაწილი არის სტუდენტების მიერ სწავლისთვის გადახდილი თანხა, რაც ბევრ პრობლემას ქმნის იგივე სამეცნიერო კვლევების მიმართულებით“-განაცხადა მინისტრმა

  1. დაიწყო პედაგოგებთან შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მასწავლებლებს“ პირველი შეხვედრა მინისტრმა საქართველოს სკოლების იმ წარმატებულ პედაგოგებთან გამართა, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს გამორჩეულად აქტიურები იყვნენ
  2. პროფესიული კოლეჯების სტუდენტები სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებლებში შეძლებენ – საპილოტე პროექტის ფარგლებში კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯი (კახეთი), შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი (სამეგრელო) და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი (მცხეთა მთიანეთი). ამ სამი სასწავლებლის პილოტირებაში ჩართული 20-მდე კურსდამთავრებული სწავლის დასრულების შემდეგ მიიღებს როგორც პროფესიულ კვალიფიკაციას, ასევე უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას.
  3. საქართველოს რეგიონებში ინგლისური ენას უფასოდ შეისწავლიან. პროექტის ფარგლებში, ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენერებისთვის დახელოვნების ორი კურსის ჩატარდება და 22 ინგლისური ენის მასწავლებელი დიდ ბრიტანეთში ერთკვირიან სტაჟირებას გაივლის.
დატოვე კომენტარი