TESOL-ის პროგრამა და გენერალური დირექტორის ვიზიტი საქართველოში

31 იანვარს, 5 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერისიტეტში გაიმართება TESOL International Association-ის დირექტორთან  Dr. Jim Pellegrini- თან შეხვედრა. TESOL International Association ერთ-ერთი უმსხვილესი ინგლისურ ენოვანი პლატფორმაა მსოფლიოში. ორგანიზაციის  მიზანია მოამზადოსს პროფესიონალი ინგლისური ენის სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ასწავლონ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ინგლისური. TESOL (Teaching English To Speakers of Other Languages ) ამ […]

31 იანვარს, 5 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერისიტეტში გაიმართება TESOL International Association-ის დირექტორთან  Dr. Jim Pellegrini- თან შეხვედრა.

TESOL International Association ერთ-ერთი უმსხვილესი ინგლისურ ენოვანი პლატფორმაა მსოფლიოში. ორგანიზაციის  მიზანია მოამზადოსს პროფესიონალი ინგლისური ენის სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ასწავლონ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ინგლისური. TESOL (Teaching English To Speakers of Other Languages ) ამ ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული სერტიფიკატია, რომლის მფლობელებსაც შეუძლიათ ასწავლონ ინგლისური ნებისმიერ ქვეყანაში. ტესოლის სასერტიფიკატო პროგრამა შედგება 120 საათიაინი ინტენსიური კურსისგან, რომელიც უკვე გაიარა 50 000-ზე მეტმა ადამიანმა და წარმატებით მუშაობენ დიდი ბრიტანეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლებსა თუ აკადემიურ დაწესებულებებში.

ამ სერტიფიკატის აღება საქართველოში Star Academy-ის დახმარებით შეგიძლიათ, რომელიც Gobal TESOL-ის ოფიციალური პარტნიორია!

Dr. Jim ისაუბრებს TESOLის სერტიფიკატის შესახებ, რომლის მეშვეობითაც ქართველი კანდიდატები შეძლებენ გაემზავრონ სამუშაოდ ჩინეთსა ან ტაილანდში ინგლისური ენის მასწავლებლად. 1 საათიანი პრეზენტაციის შემდგომ ტესოლის გენერალური დირექტორი უპასუხებს დამსწრეთა შეკითხვებს.  შეხვედრის მიზანია ქართულმა აუდიენციამ შეიტყოს რაც შეიძლება მეტი TESOL-ის და იმ უნიკალური შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ეს სერტიფიკატი გვაძლევს.

დატოვე კომენტარი