სალომე მურადაშვილი | ცოტა რამ ნამდვილი ადამიანების შესახებ

      ცოტა რამ ნამდვილი ადამიანების შესახებ  „თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ უმრავლესობის      მხარეს ხართ, ეს ნიშანია იმისა, რომ დროა    შეიცვალოთ.“ მარკ ტვენი ინტელექტისა და განათლების შესახებსხვადასხვაგვარი განმარტებები არსებობს, ხშირ შემთხვევაში ერთს ნამდვილად უდევს საფუძვლად მეორე, მაგრამ იგი სრულებით არ გამორიცხავს იმ აზრს, რომ ყველა განათლებული ადამიანი ინტელიგენტი ვერ იქნება, რა თქმა უნდა ეს ასე […]

 

    ცოტა რამ ნამდვილი ადამიანების შესახებ

 „თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ უმრავლესობის  

   მხარეს ხართ, ეს ნიშანია იმისა, რომ დროა    შეიცვალოთ.“

მარკ ტვენი

ინტელექტისა და განათლების შესახებსხვადასხვაგვარი განმარტებები არსებობს, ხშირ შემთხვევაში ერთს ნამდვილად უდევს საფუძვლად მეორე, მაგრამ იგი სრულებით არ გამორიცხავს იმ აზრს, რომ ყველა განათლებული ადამიანი ინტელიგენტი ვერ იქნება, რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. გარდა იმისა, რომ წინა მოსაზრება თანამედროვე საგამოცდო უნარების ლოგიკის მაგალითს დავამსგავსეთ, ის უნარების წიგნში დაახლოებით ასე ჩაიწერებოდა: ნინომ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მას 2 წითელი დიპლომი აქვს, ის განათლებული გოგო და ინტელიგენტია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ნინოა, რომელიც უნივერსიტეტს ამთავრებს, მაგრამ ყველა ინტელიგენტი არ არის, თუმცა დამეთანხმებით ალბათ, რომ უდიპლომო ინტელიგენტებიც არსებობენ, ამის განსაზღვრა კი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, დაახლოებით ჩვენ როგორ გვესმის და რა კრიტერიუმებით ვაფასებთ მათ. თუ გარდენს დავუჯერებთ, მან შემოგვთავაზა ინტელექტის გაგების მრავალმხრივი თეორია, მისი თეორიის მიხედვით, ჩვენ ადამიანებს გვახასიათებს 8 სახის ინტელექტი: ლოგიკურ-მათემატიკური, მუსიკალური, ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური, ნატურალისტური, ლინგვისტური, სივრცული და კინესთეტიკური. მე პირადად მინახავს ადამიანები, რომლებიც ძალიან სხარტად, მარტივად ითვისებენ ენებს და მათ ამისათვის სრულებითაც არ სჭირდებათ საუნივერსიტეტო დიპლომები. თუ გარდენის თეორია ცოტა რთულად გამოიყურება, სპირმენი მეტად აამებს ჩვეულებრივ მოკვდავებს და თითოეულ ჩვენგანს გვაძლევს იმის განცდისა და გააზრების საშუალებას, რომ ჩვენც, ყველანი, ცოტათი ინტელექტუალები ვართ, (ისევე როგორც „ჩვენ, ყველანი, ცოტათი იტალიელები“, თავის დროზე ეს ბენიტო მუსოლინიმ, შემდგომში კი United Colors of Beneton Barilla-მ გვამცნო) მისი განმარტებით, ნებისმიერი ადამიანი ხასიათდება ინტელექტის გარკვეული დოზით, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორც ადაპტირდება გარემოსთან პოტენციური ინტელექტუალი, როგორც ავითარებს მასში არსებულ სპეციფიკურ უნარებს, რომლებსაც იგი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეიძლება ავლენდეს. ობიექტური შეფასებებიდან მეტად სუბიექტურისაკენ რომ წავიდეთ, ჩემთვის ინტელიგენტი არის ადამიანი, რომელსაც ძალუძს განსხვავებულობის დანახვა. საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და პრობლემატურია აზრი, ადამიანი, ქცევა, სიტყვა რომელიც მათგან განსხვავდება და საზოგადოებრივი ნორმისა თუ სტანდარტების „კლიშეებში“ ვერ თავსდება. ადამიანი რომელსაც ესმის განსხვავებულის არსებობა, რომ დაინახო სხვა სხვაგვარად მოაზროვნე, აღიარო ის თანასწორად და არა მხოლოდ ტოლერანტულად შეხედო ამ საკითხს, როცა ეს უკანასკნელი აღიარებს ადამიანის შესაძლებლობებს, პატივს სცემს სხვის რწმენას, ქცევას, მის ღირებულებებს და უარი თქვას ნებისმიერი ძალადობრივი ქცევის გამოვლენაზე. ტოლერანტობა მჭიდრო კავშირშია თანასწორობის ცნებასთან, რადგან ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაციაში ვკითხულობთ: „ტოლერანტობა ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში, ეს არის არამარტო მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნილებაც, ტოლერანტობა ესაა სათნოება, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას და ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას ეხმარება.“ (1995 წ. UNESCO)

ნამდვილი ინტელექტისა და განათლების შესახებ ლიტერატურულ რჩევებს გვაძლევს ბევრი თქვენგანისთვის საყვარელი ეგზიუპერი.

განათლებული ადამიანი იმდენად ნატურალურია, მას გული თვალებში უციმციმებს, მთელი ცხოვრება ვაკვირდები განათლებულ ადამიანებს და იცით რა აღმოვაჩინე? მათ გააჩნიათ მინიმალური თვითმოთხოვნილებები და მაქსიმალური ვალდებულებები. განათლებულ ადამიანებს არ ახასიათებს საწყისი ცხოველური ინსტიქტები და იმდენად ნატურალურები არიან, გული თვალებში უციმციმებთ…
განათლებული ადამიანი ვერასდროს განიცდის პირად კეთილდღეობას და ბედნიერებას, თუ მის ქალაქში, სოფელში, ქუჩაში, ხელ გამოწვდილი მოხუცი, ან ბავშვი მათხოვრობს. მათ ამ დროს ამაყად თავაწეული სიარულის რცხვენიათ…
განათლებული ადამიანი უგუნური კაცის სისულელეზე იღიმება, მაგრამ მას არასოდეს დასცინის…
მათ არ უყვართ კამათი იდიოტებთან, რადგან იციან, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც თავხედს და უტიფარს გამარჯვების გვირგვინს ადგამენ…
განათლებული ადამიანი იმდენად ნატურალურია, რომ მას გული თვალებში უციმციმებს.
/ეგზიუპერი/

ვისურვებდი, რომ თქვენ შორისაცბევრ თვალებში გულმოციმციმე ადამიანსევლოს. ევლოთ ნატურალურ ადამიანებს მეტი ვალდებულებებითა და ნაკლები მატერიალური მოთხოვნილებებით, თავაწეულებს და სხვების კეთილდღეობის სადარაჯოზე მყოფთ. და არ გაგვემართლებინოს ბერტრან რასელის შეხედულება, რომ სამყაროს მთელი უბედურება იმაშია, რომ უგუნურები და ფანატიკოსები უზომოდ დარწმუნებულები არიან თავიანთ თავში, ხოლო ბრძენი ადამიანები კი მუდამ დაბნეულები და დაეჭვებულები.

“არ მწამს აზრი, თუ ის საკამათო არ არის“

შალვა ნუცუბიძე

ეძღვნება თსუ-ს 100 წლისთავს

დატოვე კომენტარი