განათლების უფლების გენდერული საკითხები

საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ქალთა მიმართ ყველანაირი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის მიერ (CEDAW) დაკისრებული ვალდებულებების შესრულების პროცესში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.2010 წლის 26 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“, რომლის უმთავრესი მიზანია საკანონმდებლო დონეზე სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორობის პრინციპების განმტკიცება და გენდერული თანასწორობის მისაღწევად შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა. […]

საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით მნიშვნელოვანი
ნაბიჯები გადაიდგა. ქალთა მიმართ ყველანაირი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრის
კონვენციის მიერ (CEDAW) დაკისრებული ვალდებულებების შესრულების პროცესში
საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.2010 წლის 26 მარტს
საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“,
რომლის უმთავრესი მიზანია საკანონმდებლო დონეზე სქესის ნიშნით ადამიანთა
თანასწორობის პრინციპების განმტკიცება და გენდერული თანასწორობის მისაღწევად
შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა. კანონი აღიარებს სქესის ნიშნით
ადამიანთა თანასწორობას სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა
სფეროში, როგორიცაა შრომითი ურთიერთობები, განათლებისა და მეცნიერების სფერო,
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სფერო, საოჯახო ურთიერთობები,
საინფორმაციო რესურსებით სარგებლობა, საარჩევნო უფლებების რეალიზაცია და სხვ.
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც თავიდან დროებითი
სამეთვალყურეო სტრუქტურა იყო, 2010 წლის მარტში მუდმივმოქმედი ორგანო გახდა.
ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ქალები კვლავ ნაკლებად
მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და ეკონომიკურად არამყარი
პოზიციები უჭირავთ. გენდერული უთანასწორობის ინდექსის მიხედვით, საქართველო
გამოკითხულ 137 ქვეყანას შორის 71-ე ადგილს იკავებს

საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ (თავი 2, მუხლი 6) ცალკე
გამოჰყოფს თანასწორობის გარანტიებს განათლებათან მიმართებაში. გენდერული
თანასწორობის სახელმწიფო სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს ღონისძიებათა მთელ
სპექტრს განათლებაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად. თუმცა ყოვედლღიური
პრაქტიკა თანასწორობის პრინციპების გაუცნობიერებლობის გამო შორსაა სასურველი
მდგომარეობისგან.

2006 წლის 24 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო გენდერული თანასწორობის
სახელმწიფო კონცეფცია, ხოლო 2007 წელს დაამტკიცა გენდერული თანასწორობის
პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2007-2009 წლების სამოქმედო გეგმა.
სამოქმედო გეგმით გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის განათლების სფეროში
შემდეგი ღონისძიებები დაიგეგმა:
 განათლების სისტემაში გენდერთან დაკავშირებული სტერეოტიპების ჩანაცვლება
ახალი, გენდერულ თანასწორობაზე ორიენტირებული ხედვით განათლების ყველა
საფეხურზე;
 საგანმანათლებლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებში გენდერული
ასპექტების გათვალისწინება;
 განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო სტანდარტების შემმუშავებელ
შესაბამის ჯგუფში გენდერული საკითხების ექსპერტების ჩართვა;
 სახელმძღვანელოების გენდერული ექსპერტიზის განხორციელება
სახელმძღვანელოებში გენდერული თანასწორობის გათვალისწინებით;
 პედაგოგთა უწყვეტი განათლების სისტემაში გენდერულ საკითხთა სწავლების
კომპონენტის ჩართვა. (გენდერული თანასწორობის საბაზისო საკითხების შესახებ
ინფორმაციის ჩართვა პედაგოგთა უწყვეტი განათლების პროგრამაში).

საინტერესოა, რომ გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის
(UNESCO) ინფორმაციით, საშუალო სკოლაში ჩარიცხვის მთლიანი მაჩვენებელი 1999 წელს
79%-დან 2009 წელს 90,1%-მდე გაიზარდა და არ აღნიშნულა გენდერული უთანასწორობა.
თუმცა, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა სკოლიდან
ბავშვების გამოსვლის პროგრესულად მზარდი მაჩვენებლის გამო მაღალ კლასებში,
განსაკუთრებით სოფლად.

საქართველოში მე-8 კლასების მოსწავლეებმა ყველაზე დაბალი შედეგები აჩვენეს 2007
წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის/დსთ-ს ქვეყნებში ჩატარებულ
მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევების საერთაშორისო
კვლევაში (TIMMS), რომელიც მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მე-8
კლასელთა მიღწევების საერთაშორისო მასშტაბით შედარების შესაძლებლობას იძლევა.
48 მონაწილე ქვეყანას შორის, საქართველოს ბავშვებმა მათემატიკაში 33-ე, ხოლო
საბუნებისმეტყველო საგნებში კი – 37-ე ადგილი დაიკავეს. გოგონებმა მცირედით უკეთესი
ქულები მიიღეს, ვიდრე ვაჟებმა.

ამერიკის უნივერსიტეტელ ქალთა ასოციაციის (AAUW) მიერ 1992 წელს გამოქვეყნებულ
ანგარიშში პირველად დაიდო მონაცემები 66 ზოგადსაგანმანათლებლო დონეზე
გენდერული დისკრიმინაციის საფუძვლების შესახებ: ”სკოლებში გენდერული
სოციალიზაცია ემსახურება იმას, რომ გოგონებმა დაიჯერონ, რომ არ არიან ბიჭების
სწორნი“. ამანდა ჩაპმანის აზრით: ”ყოველთვის, როცა მასწავლებელი კლასს გოგონებად
და ბიჭებად ჰყოფს, ამით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიჭებსა და გოგონებს
განსხვავებულად უნდა მოვექცეთ”. როდესაც სკოლის დირექტორი არ აქცევს ყურადღებას
გოგონების სექსუალოურ შევიწროვებას, ამით იგი აკანონებს გოგონების დამცირებას.
როდესაც სხვადასხვა საქციელი მიჩნეულია ნორმალურად ბიჭისათვის და მიუღებელი
გოგონებისათვის, რადგან ”ბიჭი მაინც ბიჭია”, ამით სკოლა ხელს უწყობს ქალების
ჩაგვრას. არსებობს გარკვეული მონაცემები, რომ გოგონების აკადემიური წარმატება
უსწრებს ბიჭებისას, მაგრამ გრძელდება იმგვარი გენდერული სოციალიზაცია, რომელიც
გენდერული თანასწორობის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ანალოგიური მონაცემები 2002
წლის ანგარიშშიც დაიდო (AAUW, 2002).

ხშირ შემთხვევებში გენდერული პრობლემები საერთოა, მაგალითად ქართულ
სკოლებში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ მოსწავლეთა შესაძლებლობების
შეფასება ის სფეროა, სადაც გენდერული ტენდენციურობა განსაკუთრებული
თვალსაჩინოებით ვლინდება. იმ დროს, როდესაც მასწავლებელთა უმეტესობა აღნიშნავს,
რომ გოგონებს უკეთესი ნიშნები აქვთ ბიჭებთან შედარებით პროპორციით 9/1 –თან,
მასწავლებელთა დაახლოებით ნახევარი მიიჩნევს, რომ ბიჭებს უკეთესი სასწავლო
უნარები აქვთ და უფრო ნიჭიერები არიან, მეორე ნაწილი არ აღნიშნავს განსხვავებებს
სხვადასხვა სქესის ბავშვებს შორის, ხოლო გოგონებს პრაქტიკულად არასდროს ენიჭებათ
უპირატესობა სასწავლო უნარებსა თუ ნიჭიერებაში.როგორც წესი, მასწავლებლები ვერ აცნობიერებენ თავიანთ მიკერძოებულობას, რადგან
ისინი უბრალოდ იმას და ისე ასწავლიან, როგორც თვითონ ისწავლეს. ამიტომ სასწავლომასალაში მოთავსებული უთანასწორობების მიმართაც უგრძნობნი რჩებიან. დღეს
გოგონები და ბიჭები იღებენ არათანაბარ განათლებას, რადგანაც ასეთია გენდერული
სოციალიზაცია სკოლაში და ასეთია სექსისტური ხასიათის ფარული კურიკულუმი,
რომლის წინაშე დგებიან ბავშვები ყოველდღიურად.

ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაერთიანებული ერების
კონვენციასში, რომლესაც საქართველო 1994 წლიდან შეუერთდა ნათქვამია
„.აღმოიფხვრას ქალისა და მამაკაცის როლის სტერეოტიპული კონცეფციები…სასკოლო
სახელმძღვანელოებისა და პროგრამების გადასინჯვის მეთოდების ადაპტაციის გზით“
1995 წელს საქართველო ასევე შეუერთდა პეკინის სამოქმედო პლატფრმას და
ვალდებულება იკისრა ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების ეროვნული სამოქმედო
გეგმა შეემუშავებინა. ეს გეგმა 1998-2000 წლებში შემუშავდა, მასში ასევე აისახა სასკოლო
სახელმძღვანელოების გენდერული ანალიზის განხორციელების საჭიროება.
2012 წელს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების
ცენტრის (CCIIR) მიერ ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის
მხარდაჭერით ჩატარდა კვლევა „გენდერული თანასწორობის საკითხი
საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებისას“, რომლეიც იკვლევდა თუ რამდენად
რამდენად დაბალანსებულია საბაზო საფეხურის ისტორიისა და სამოქალაქო
განათლების სასწავლო სახელმძღვანელოები გენდერული თანასწორობის კუთხით.
კერძოდ: ასახავს თუ არა გენდერული თანასწორობის საკითხებს; ამყარებს თუ არა
მოსწავლეებში პოზიტიურ დამოკიდებულებას სქესთა თანასწორობის შესახებ; გვხვდება
თუ არა სასწავლო მასალებში გენდერული სტერეოტიპები;

კვლევის მიხედვით ,სახელმძღვანელოების ილუსტრაციებში სქესთა რეპრეზენტაციის
რაოდენობრივი მაჩვენებლები შემდეგია: ილუსტრაციების რაოდენობა, რომელზეც
მხოლოდ მამრობითი სქესია გამოსახული (77%), მკვეთრად აღემატება მხოლოდ
მდედრობითი სქესის გამოსახულებიან ილუსტრაციებს (საერთო რაოდენობის 7%).
ილუსტრაციათა 16%-ზე ორივე სქესის წარმომადგენლები არიან გამოხატული.
თვისობრივი/შინაარსობრივი ანალიზი ადასტურებს, საზოგადოებრივი მეცნიერებების
(განსაკუთრებით, ისტორიის სახელმძღვანელოში) საკმაოდ ძლიერი გენდერული
სტერეოტიპების შემცველობას. მამაკაცები ხაზგასმით ტრადიციულ როლში არიან
წარმოდგენილები: მონადირე, მებრძოლი, მბრძანებელი; ქალი არ უკავშირდება ისეთ
საქმიანობას ან როლს, რომელიც კომპეტენციას, ავტორიტეტულობას, გადაწყვეტილების
მიღებას გულისხმობს, მისი საქმიანობა ძირითადად დედობა, ოჯახის გაძღოლაა.
2013 წელს ჩატარებულმა კვლევა „საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ
თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში“ შედეგები აჩვენებს, განათლების უფლების
შეფასებისას ქართული საზოგადოება უფრო მეტად თანასწორობის მომხრეა.
გამოკითხულთა უმრავლესობა (72%) არ იზიარებს მოსაზრებას, რომ „საუნივერსიტეტო
განათლება უფრო მნიშვნელოვანია ბიჭისთვის, ვიდრე გოგოსთვის“. თუმცა,
მოსახლეობის გარკვეული ნაწილი (26%) მიიჩნევს, რომ მამაკაცს უფრო მეტად სჭირდება
უმაღლესი განათლება.

საკმაოდ საინტერესოა კიდევ ერთი დამატებითი შეკითხვის შედეგები: რესპონდენტებს
დაესვათ შეკითხვა ჰიპოთეტური სიტუაციის შესახებ, რომელიც შემდეგნაირად ჟღერდა:
გთხოვთ წარმოიდგინოთ, რომ ოჯახს ყავს ორი შვილი – ბიჭი და გოგონა და მათ
შეუძლიათ უმაღლესი განათლების გადასახადი გადაუხადონ მხოლოდ ერთ-ერთ
მათგანს. თქვენ რომ იყოთ ამ ოჯახის ადგილას, ვის გადაუხდიდით თანხას? აღნიშნულ
შეკითხვაზე გამოკითხულთა 44% აცხადებს, რომ თანხას ბიჭს გადაუხდიდა, ხოლო 22%
გოგოსთვის მიიჩნევს თანხის გადახდას მართებულად. აღსანიშნავია, რომ მსგავსი
გადაწყვეტილების მიღება მშობლისთვის არც თუ ისე მარტივია – ამ შეკითხვაზე პასუხის
გაცემა რესპონდენტებს საკმაოდ უჭირდათ, რაზეც მაღალი არგამოპასუხების
მაჩვენებელიც მიუთითებს (არ ვიცი/უარი პასუხზე – 22%)
ერთ-ერთი ყველაზე უფრო შემაშფოთებელი მიგნება გაკეთდა საერთაშორისო
შეფასებების შედეგების, მოსწავლეებისა და სტუდენტების ფოკუსჯგუფების დისკუსიებისა
და კითხვარების პასუხების საფუძველზე. . კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ იმ
გოგონებშიც კი, (რომლებიც მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
ბიჭებთან გათანაბრებულ შედეგებსაჩვენებენ) მასიურად დაბალია თვითშეფასება ამ საგნებთან მიმართებაში. მერყევია მათი რწმენა როგორც საკუთარ შესაძლებლობებში, ისე რთული მათემატიკური დავალებების შესრულებაში – ბიჭებთან შედარებით. სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისმონაწილეობას საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მატემატიკის  პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და დასაქმებაში. ერთ-ერთ ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად გამოვლინდა ასეთი მოსწავლეების მშობლების მხრიდან არსებული მცირე მხარდაჭერა. გამოჩნდა, რომ მასწავლებლებსაც არაქვთ საკმარისად გაცნობიერებული თუ რა განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ სოციალურად არათანაბარ პირობებში მყოფ მოსწავლეებს საზოგადოების სხვა ფენებთან შედარებით, იქნება ეს ენის ბარიერი, ხელმოკლე არსებობა, დამატებითი გაკვეთილების მიღების შესაძლებლობის არ ქონა, მშობლის მხრიდან ინერტულობა და დაბალი ჩართულობა და ამავდროულად მშობლის ძლიერი ზეგავლენა ახალგაზრდების მიერ გაკეთებულ არჩევანზე. კარიერის დაგეგმვის სფეროშიც აკლიათ სოციალურად არათანაბარ პირობებში მყოფ სტუდენტებს რჩევები და სწორი ინფორმირება. ასეთი სტუდენტები სწავლის პროცესს უფრო
რთულად მიიჩნევენ, ვიდრე თავიანთი თანატოლები.
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან ჩატარებული ფოკუსჯგუფების დისკუსიები
მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ენის არცოდნა წარმოადგენს ერთ
ერთ ყველაზე დიდ წინაღობას უმაღლესი განათლების მიღების სურვილისა და შესაძლებ
ლობის მხრივ. ქართული ენის მოსამზადებელი კურსები უმცირესობის წარმომადგენელი
სტუდენტების მაღალი მოთხოვნით სარგებლობს, თუმცა აშკარად იკვეთება მეტი
პროგრამის შემუშავების საჭიროება.

სასურველია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ იზრუნოს
სახელმღძვანელოთა ავტორთა, ასევე პედაგოგთა გენდერული მგრძნობელობის
ამაღლებაზე ტრენიგების ჩატარების გზით, უზრუნველყოს პედაგოგთა უწყვეტი
განათლების პროგრამაში გენდერული თანასწორობის საბაზისო საკითხების შესახებ
ინფორმაციის ჩართვა. უფროს კლასელებს მიეწოდოს ინფორმაცია ,უმაღელსი
სასწავლებლისა და პროგრამების შესახებ რათა მათ სწორი არჩევანი გააკეთონ.

ანა ღვინიშვილი

დატოვე კომენტარი