აკადემიური თანამდებობები

კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (CSH) აცხადებს კონკურსს პროფესორის (1 ვაკანტური ადგილი), ასოცირებული პროფესორის (2 ვაკანტური ადგილი), ასისტენტ-პროფესორის (3 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტის (3 ვაკანტური ადგილი) აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებაში:

ქართული ენა და ლიტერატურა:

** ენათმეცნიერება
** აკადემიური წერა
** ქართული ლიტერატურა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესორისთვის:

** დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;

ასოცირებული პროფესორისთვის:

** დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

ასისტენტ- პროფესორისთვის:

** დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
** სასურველია დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.

ასისტენტისთვის:

** დოქტორანტი, რომელსაც სასურველია ქონდეს მოცემულ სფეროში საქმიანობის 2 წლიანი პედაგოგიური ან/და პრაქტიკული გამოცდილება.
** მოცემული დარგის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელსაც აქვს მოცემულ დარგში არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ან/და დარგში/სპეციალობაში სალექციო კურსის წაკითხვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

წარმოსადგენი დოკუმენტები:

** კურსის/კურსების სილაბუსი
** CV-რეზიუმე;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი
** სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
** გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში; (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
II ეტაპი – პრეზენტაცია;
III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@cu.edu.ge | tgiorgadze@cu.edu.ge და გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!

საბუთების მიღება: 2017 წლის 16 დეკემბრიდან – 2018 წლის 16 იანვრის ჩათვლით.

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.