ალექს კრავერის ვორკშოპი: როგორ შეიქმნას გასაყიდი პროდუქტი ჟურნალ-გაზეთებისა და ვებგვერდებისთვის?

iliauni

11 სექტემბერს, 12:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ალექს კრავერი გამართავს ვორკშოპს თემაზე: „როგორ შეიქმნას გასაყიდი პროდუქტი ჟურნალ-გაზეთებისა და ვებგვერდებისთვის?“

ალექს კრავერი, თავისუფალი ჟურნალისტი და რედაქტორი, 20 წელზე მეტია მოგზაურობს და წერს სტატიებს ჟურნალ-გაზეთებისთვის: The New York Times, National Geographic Travel, Lonely Planet. იგი ასევე აქტიურად არის ჩართული მდგრადი ტურიზმის განვითარების საკითხებში. ალექსი მრჩევლის სტატუსით მონაწილეობდა რვა ქვეყნის დამაკავშირებელი სალაშქრო ბილიკის Via Dinarica-ს შექმნის პროცესში. მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორის სტატუსით, კითხულობს ლექციებს თავისუფალი და სამოგზაურო ჟურნალისტიკის შესახებ განვითარებადი ტურიზმის მქონე ქვეყნებში.

ვორკშოპის მონაწილენი გაეცნობიან მოგზაური მწერლების ხედვას, მიიღებენ რჩევებს მოსანახულებელი ადგილების საინტერესოდ წარმოჩენის, ასევე იმის შესახებ, როგორ  აღიქვან მედიალანდშაფტი ტურიზმის სამყაროში, შექმნან ისტორიები და გახდნენ მეწარმეები ტურიზმის სფეროში.

ვორკშოპი ტარდება ევროპის ეკოტურიზმის კონფერენციის „ევროეკო 2018“-ის ფარგლებში.

ვისთვის არის განკუთვნილი ვორკშოპი?

ვორკშოპი განკუთვნილია ტურიზმის თემატიკით დაინტერესებული ჟურნალისტების, ბლოგერების, სოციალური მედიის მენეჯერებისა და სტუდენტებისთვის.

როგორ მივიღო მონაწილეობა ვორკშოპში?

ვორკშოპში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია (მაქს. რაოდენობა: 30).

მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:  https://clck.ge/2MNRe9D

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 სექტემბერი, 18:00 საათი (უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ადრე დარეგისტრირდებიან)

ვორკშოპის ხანგრძლივობა: 2.5/3 საათი

დრო: 11 სექტემბერი, 12:30 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამუშაო ენა: ინგლისური

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

თბილისი თბილისი GE
Get directions