ახალგაზრდული მიმართულების კოორდინატორი

ა.ა.ი.პ. “ახალგაზრდები საქართველოსთვის – Youth2Georgia” არის ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ახალგაზრდები არიან.

ორგანიზაციის მიზნებია:

** ახალგაზრდების ცოდნის ამაღლება მათი უფლებისა და მოვალეობების შესახებ;
** ახალგაზრდების განვითარება არაფორმალური განათლების საშუალებით;
** თემის და ახალგაზრდების ხელშეწყობა მათთვის მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელების მიზნით;
** თემის ცნობიერების ამაღლება და სტიგმასთან ბრძოლა;
** ბავშვების, მშობლების, პედაგოგების, თემის, ეკლესიის, კერძო, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების დაახლოება დიალოგის გზით ბავშვებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით;

ორგანიზაციის ძირითადი პროგრამული მიმართულებებია:

** ბავშვთა უფლებების დაცვა;
** ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;
** ეკოლოგიის, სუფთა და ჯანსაღი გარემოს ხელშეწყობა;
** ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირება;

ახალგაზრდული მიმართულების კოორდინატორის პასუხისმგებლობა:

** ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებების მიხედვით ახალგაზრდული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება ორგანიზაციის მენეჯმენტთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით;
** ორგანიზაციის მენეჯერთან შეთანხმებით ძირითადი მიმართულებების მიხედვით საჭირო საკითხების ინიცირება და ადვოკატირება სხვადასხვა დონზე;
** ადგილობრივ დონეზე სტრატეგიულ პარტნიორებთან მუშაობა ინიციატივების პროგრამული ეფექტურობის, ხარჯთეფექტიანობის და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით;
** ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებების და არსებული სტრატეგიის მიხედვით საპროექტო იდეების შეთავაზება მენეჯერისთვის;
** პროგრამული საქმიანობის კოორდინირება ახალგაზრდულ მუშაკებთან და პროგრამულ თანამშრომლებთან საქმიანობების (მათ შორის ადვოკატირების ინიციატივების) ეფექტური დაგეგმარების და განხორციელების მიზნით;
** საქმიანობების შესახებ ფოტო და ვიდეო მასალების დამუშავება და განთავსება ორგანიზაციის გვერდზე;
** ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა ორგანიზაციის მენეჯერისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საქართველოში არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის *მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტების) ცოდნა სასურველია;
** ახალგაზრდული მუშაკისთვის საჭირო არაფორმალური განათლების მეთოდებისა და ტექნიკების ცოდნა სასურველია;
** ინგლისური ენის ფლობა არ არის სავალდებულო, მაგრამ სასურველია (წერა, ზეპირი);
** საბაზისო კომპიუტერული უნარები (MS Office, Excel);
** კრეატიული აზროვნება და მიდგომების გამოყენების უნარი;
** გუნდში მუშაობის, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** კრიტიკულ მომენტებში მდგომარეობის გაანალიზებისა და მსჯელობის უნარი;
** სიახლეებისადმი ღიაობა, მიმღებლობა და მზაობა ახალგაზრდებთან და თემის წევრებთან მუშაობისას.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქუთაისი
** არასრული განაკვეთი;
** ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა) მინიმუმ 5 საათი
** ხელფასი: 60$ ლარის ექვივალენტში
** ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე და ჯანსაღ გუნდურ გარემოზე;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV შემდეგ ელ. მისამართზე youth2georgia@gmail.com და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება – “ახალგაზრდული მიმართულების კოორდინატორი”.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ტელ: 577 60 06 56 დავით ზივზივაძე, ორგანიზაციის მენეჯერი
555 51 56 78 მაკა ცერცვაძე, იმერეთის სამხარეო პროგრამის თემის განვითარების ფასილიტატორი

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.