ილიაუნის ლიტერატურული კონკურსი საუკეთესო ქართული რომანი

iliauni

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს 2017 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის გამოსავლენად.
კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსო ნაწარმოებები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2017 წელს. შესაძლებელია ერთი ავტორის რამდენიმე რომანის წარდგენა. განაცხადის შემოტანა შესაძლებელია 2018 წლის 1-ლი თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5, თბილისი). განაცხადს თან უნდა ერთოდეს წიგნის 3 ეგზემპლარი, რომლებიც კონკურსის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადაეცემა;
ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია. მის შემადგენლობაში შედიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.
ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს რვაწლიანი ისტორია აქვს. 2010 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ხელი შეეწყო რომანის განვითარებისთვის საქართველოში და დააარსა 10000-ლარიანი პრემია საუკეთესო რომანისთვის. 2010-2014 წლებში პრემია 4 ნომინანტზე გაიცა.
2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ პრემია გაცემულიყო უცხოენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარმანისთვის.
ქრონოლოგია
• 2010 წელს პრემია მიენიჭა აკა მორჩილაძეს (რომანისთვის „მამლუქი“);
• 2011 წელს პრემია მიენიჭა ზაზა ბურჭულაძეს (რომანისთვის „გასაბერი ანგელოზი“);
• 2012 წელს პრემია არ გაცემულა;
• 2013 წელს პრემია გაიყვეს ანა კორძაია-სამადაშვილმა (რომანისთვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუამ (რომანისთვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“);
• 2014 წელს პრემია მიენიჭა ზაზა ჭილაძეს (უილიამ ფოლკნერის რომანის „დროშები მტვერში“ თარგმანისთვის);
• 2015 წელს პრემია მიენიჭა ნანა ექვთიმიშვილს (რომანისთვის „მსხლების მინდორი“);
• 2016 წელს პრემია მიენიჭა არჩილ ქიქოძეს (რომანისთვის „სამხრეთული სპილო).

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Tbilisi Tbilisi GE
Get directions