კონკურსი საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად

მწერალთა სახლი წელს მეორედ აცხადებს კონკურსს იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად. პრემია გადაეცემა საბავშვო მწერლებს, ილუსტრატორებს და საბავშვო პროექტის ავტორებს.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი პრემია მიზნად ისახავს საბავშვო სალიტერატურო პროცესების განვითარებას, თანამედროვე საბავშვო ავტორების მოტივირებასა და წახალისებას. კონკურსი ხელს შეუწყობს ახალი საბავშვო ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნას, ასევე, მომავალი თაობის წიგნიერების ამაღლებას.

საბავშვო ლიტერატურული პრემია გაიცემა წელიწადში ერთხელ, სამი განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფისთვის: ყველაზე პატარებისთვის (3-6 წწ.), პატარებისთვის (6-12 წწ.), ყმაწვილებისთვის (12-16 წწ). პრემია წარმოადგენს  პრიზს და ფულად ჯილდოს.

თითოეულ ნომინაციაში პრემია 2000 ლარია, ხოლო საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის – 3000 ლარი.

საკონკურსო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 1 ივლისი.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ვებგვერდი.

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.