კონკურსი ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე

2017 წელს 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, მთელ მსოფლიოში ტარდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომლის თემაც წელს არის: “მშვიდობიანი სახლიდან მშვიდობამდე მსოფლიოში: უსაფრთხო განათლება ყველას!”.

ქალთა მიმართ ძალადობის თემების აქტუალიზაციის და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, “ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, “კოალიცია განათლება ყველასათვის საქართველოს” მხარდაჭერით კამპანიის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს ახალგარზდა ჟურნალისტებისთვის, ბლოგერებისთვის, სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის, გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მულტიმედიური მასალების – სტატიების/ბლოგების, ფოტო და ვიდეო რეპორტაჟების – შექმნასთან დაკავშირებით.

კონკურსი გამოავლენს საუკეთესო ნამუშევრებს. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებითა და სერთიფიკატებით, ასევე, ინფორმაცია გამოქვეყნდება/გავრცელდება ვებ-გვერდების და სოციალური ქსელების მეშვეობით.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან/დაჯილდოვდებიან 2017 წლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში.

კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ნამუშევრები შემდეგ თემებზე:

** რეპროდუქციული უფლებები და აბორტი;
** ფემიციდი და შერჩევითი (სელექციური) აბორტები;
** ქალთა ეკონომიკური დამოკიდებულება და დამოუკიდებლობა, ეკონომიკური ძალადობა;
** სექსუალური ძალადობა კონფლიქტის დროს, როგორც ომის დროს გამოყენებული იარაღი;
** სექსუალური შევიწროვება ქუჩაში და სამსახურში;
** ქალის ობიექტივაცია;
** ქალი და პოლიტიკური ძალადობა;
** კომერციული სექს-სამუშაო და მასთან დაკავშირებული რისკები;
** ქალი უფლებადამცველები ქართულ რეალობაში;
** ბულინგი და ინტერნეტ ბულინგი – ქართული რეალობა;
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები – პრობლემები და გამოწვევები;
** ქალის სექსუალობის კონტროლი;
** ეკოლოგიური კატასტროფები და მათი ზეგავლენა ქალებზე საქართველოში.
** მედია ქალთა პრობლემების გაშუქებისთვის.

მასალების ელექტრონული ვერსიები ვებ-ბმულის სახით უნდა წარედგინოს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ელექტრონულ მისამართზე: office@ginsc.net 2017 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.