კონკურსი UNESCO-ს ახალგაზრდა პროფესიონალების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად

ახალგაზრდა პროფესიონალების პროგრამის (Young Professional Programme) ფარგლებში, UNESCO აცხადებს განაცხადების მიღებას.

პროგრამის მიზანია პროფესიონალი ახალგაზრდების ჩართვა იუნესკოს საქმიანობაში ორგანიზაციის სათაო ოფისში ან მის რეგიონალურ ბიუროებში მსოფლიოს მასშტაბით.

ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის ბიუროს წესების თანახმად, ქვეყანას აქვს უფლება წარადგინოს მაქსიმუმ 15 კანდიდატი, 2018 წლის, 27 ივლისამდე. 2018 წლის 31 დეკემბრისთვის კანდიდატები უნდა იყვნენ არაუმეტეს 32 წლის, სრულყოფილად ფლობდნენ ინგლისურ ან ფრანგულ ენებს (ორივე უცხო ენის, ასევე დამატებით, რუსული, არაბული, ჩინური და ესპანური ენების ცოდნა განიხილება როგორც დამატებითი უპირატესობა) და ჰქონდეთ მინიმუმ მაგისტრის დიპლომი (advanced degree) იუნესკოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ განსაზღვრული შემდეგი მიმართულებებით:

  • განათლების მეცნიერებები;
  • საჯარო პოლიტიკა;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • კულტურული მემკვიდრეობა;
  • სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • კომუნიკაცია და ინფორმაცია;
  • საგარეო ურთიერთობები; პოლიტიკური მეცნიერებები;
  • ეკონომიკა;
  • საერთაშორისო თანამშრომლობა და განვითარება;
  • საჯარო და საერთაშორისო სამართალი;
  • ბიზნეს ადმინისტრირება;
  • ფინანსები
  • ბუღალტერია;
  • კომპიუტერული მეცნიერება;
  • ცოდნის მართვა და საინფორმაციო ტექნოლოგიები.

იუნესკოს სათაო ოფისს კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, ხოლო საბოლოო შერჩევას განახორციელებს იუნესკოს სათაო ოფისის შესაბამისი სამსახური კანდიდატებთან ორეტაპიანი ონლაინ გასაუბრების საფუძველზე.

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებთან იუნესკო გააფორმებს ერთწლიან (ე.წ. გამოსაცდელი ვადით) კონტრაქტს P1/P2. ეს არის ე.წ. junior level კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს გაეროს მიერ შემუშავებული სტანდარტული ნორმების მიხედვით, სტაჟიორის შრომის ანაზღაურებას.

12 თვიანი სტაჟირების შემდეგ პირს აქვს კონტრაქტის განახლების და პერსპექტივაში, ორგანიზაციის მუდმივი თანამშრომლის სტატუსის მიღების შესაძლებლობა. თუმცა, შემდგომი ურთიერთობა იუნესკოსთან დამოკიდებული იქნება იუნესკოს შესაბამისი სამსახურის მხრიდან სტაჟიორის მიერ, პირველი 9 თვის განმავლობაში, შესრულებული სამუშაოს შეფასებაზე.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა მ.წ. 29 ივნისამდე უნდა წარუდგინონ საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • CV – ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი – ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე (წერილი უნდა შეიცავდეს მაქსიმუმ 500 სიტყვას და ასახავდეს აპლიკანტის ხედვას ორგანიზაციაში მის როლთან მიმართებაში – როგორ ხედავს ის საკუთარ თავს ორგანიზაციის სისტემაში და და რა წვლილის შეტანა შეუძლია მის ცოდნას, გამოცდილებას და მისწრაფებას ორგანიზაციის მანდატით გათვალისწინებულ საქმიანობაში).

სასურველია ასევე უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის (IELTS, Cambridge English Examination (CAE), TOEF, Diplôme d’Etudes en Langue Française DELF), მხარდაჭერის წერილის თუ პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების დამადასტურებელი სხვა სახის რაიმე დამატებითი დოკუმენტის არსებობა.

დოკუმენტაციის მიწოდება უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

unesco@mfa.gov.ge
ტელ: 2945000 (1912)

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.