ლიდერი გოგონების სამიტი აშშ-ში [სრულად დაფინანსებული]

Girl Up Leadership Summit 2018

მსოფლიოს მასშტაბით, 350-მდე ახალგაზრდა ქალი ლიდერი ვაშინგტონში, ლიდერი გოგონების სამიტზე შეიკრიბება. პროექტის მონაწილეები ჩაერთვებიან ტრენინგებში, დაესწრებიან საჯარო ლექციებს, ჩაერთვებიან ვორკშოპებში და ამასთან, გაუძღვებიან ოფიციალურ ლობისტურ დღეს კაპიტოლ ჰილში.

Girl Up Leadership Summit 2018 ითვალისწინებს მსოფლიო მასშტაბით ქალთა ჩართულობის გაზრდას და მათი როლის კიდევ უფრო მეტად წარმოჩენას.

​მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები მთლიანად დაფარულია, ამასთან გათვალისწინებულია ყოველდღიური სტიპენდია 50$-ის ოდენობით.

​ახალგაზრდული სამიტი 2018 წლის 8-11 ივლისს, ვაშინგტონში ჩატარდება.

​პროგრამა განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისათვის.

​სრული ინფორმაციისათვის იხილეთ პროგრამის ოფიციალური ლინკი

აპლიკაციის ფორმა

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.