მასწავლებლის პოზიცია დღის ცენტრში

ქ. ქარელში იხსნება წმ. პანტელეიმონის სახელობის დედათა მონასტრთან არსებული დღის ცენტრი „თქვენთვის ვიცოცხლებ“. ცენტრში ადგილობრივი სოციალურად დაუცველი სტატუსისმქონე ბავშვები (1-12 კლასების ჩათვლით) გაივლიან დამატებით მოსამზადებელ სასწავლო პროგრამას დღის მეორე ნახევარში, ასევე იგეგმება ხელობების შესწავლა.
დღის ცენტრი ეძებს ზოგადი სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა საგნის პედაგოგს (დოქტორანტურის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს) მაღალი კლასების (აბიტურიენტთა კლასები) მოსამზადებლად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდეთ ცენტრის ხელმძღვანელს (დედა ირინეს):  557943857
დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.