მენტორების შესარჩევი კონკურსი

BootCamp – ციფრული მარკეტინგი რეგიონული ბიზნესის განვითარებისათვის

კრეატიული განვითარების ცენტრი“, USAID-ის ზრდა პროგრამასთან ერთად, იწყებს მენტორთა შერჩევას პროექტში “ციფრული მარკეტინგი ტურიზმის განვითარებისთვის”. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

რა: მენტორთა ინტენსიური ბანაკი
სად: თბილისი, სასტუმრო “ბომონდ გარდენი”
როდის: 11-18 აპრილი
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 1 აპრილი, 2018 წ.

თუ ხარ:

** 18-დან 35 წლამდე
** გაინტერესებს ციფრული მარკეტინგი
** გსურს გახდე დამოუკიდებელი freelancer და მიიღო დამატებითი შემოსავალი
** მიიღო ცოდნა სასტუმროებისა და ზოგადად ბიზნესის ონლაინ სივრცეში განვითარების შესახებ

მაშინ ეს პროექტი შენთვისაა.

BootCamp ჩატარდება თბილისში, 11-18 აპრილს და 4 სავალდებულო მოდულის ინტენსიური კურსის (იხილეთ ქვემოთ) გარდა, მოიცავს შემდეგ საკითხებს:

1. მენტორობის კონცეფცია და coaching ტექნიკები
2. ტრენერთა ტრენინგი: არაფორმალური განათლების საბაზისო მეთოდები
3. თვითგანვითარება და საკუთარი თავის ბრენდინგი
4. ფრილანსერობა, როგორც პროფესია.

მგზავრობის და ცხოვრების ხარჯებს სრულად ანაზღაურებს “კრეატიული განვითარების ცენტრი”.

სამიზნე მუნიციპალიტეტები: ზუგდიდი, გორი, კასპი, ახალციხე, ბორჯომი, მარნეული, ახმეტა, წალენჯიხა, ადიგენი, ნინოწმინდა, ასპინძა.

თითოეული მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2-3 მონაწილე, რომელიც:

** გაივლის ციფრული მარკეტინგის ინტენსიურ პროგრამას 11-18 აპრილს
** მხარს დაუჭერს “კრეატიული განვითარების ცენტრს” მონაწილეების მობილიზებაში
** გაივლის პრაქტიკას პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებზე მაისი-ივნისის პერიოდში
** მიიღებს ციფრული მარკეტინგის მენტორის სერტიფიკატს და შეძლებს დამოუკიდებელ მუშაობას ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად.

პროექტი მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

1. მენტორთა ინტენსიური ტრენინგი 11-18 აპრილს
2. ადგილობრივ ბენეფიციარებთან მუშაობა 4 მოდულის მიხედვით და მენტორთა პრაქტიკა (მაისი-ივნისი)
3. მენტორების სერტიფიცირება შესაბამისი მოდულის მიმართულებით (სექტემბერი).

პროგრამა მოიაზრებს 4 საგანმანათლებლო მოდულს. სასურველია, რომ შერჩეულ მენტორს ჰქონდეს ინტერესი და საბაზისო გამოცდილება მინიმუმ 1 მოდულის განხრით:

** რეგისტრაცია საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტულ პლატფორმებზე
** ფონდების მოძიება და ფინანსური გათვლები
** ფოტო და ტექსტუალური მასალის დამუშავება და ვიზუალური პაკეტების შექმნა
** Web Development და რეკლამა სოციალურ მედიაში.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 1 აპრილი.

გთხოვთ, იხილოთ სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/2D1v89O

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:

ლაშა ბახუტაშვილი
+995 557272850
l.bakhutashvili@cdc.org.ge

დავით მირველაშვილი
+995 595996030
dmirvelashvili@cdc.org.ge

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.