„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“(MISA)

„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“(MISA)

„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“(MISA) არის „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“ძირითადი პროექტი, რომელიც დააარსა ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა შორენა ცინცაბაძემ 2015 წელს და იგი უკვე მეხუთედ ჩატარდება მიმდინარე წელს თბილისსა და ბათუმში.

ღონისძიებები ჩატარდება საქართველოს იმ  ქალაქებში, სადაც შეირჩა ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულები მათ შორის რუსთავი (3 ივლისი-ხელოვნების სკოლა), თბილისი (8 ივლისი-თბილისის სახ. კონსერვატორია), (10 ივლისს MISA ეწვევა ერევანს) მცხეთა (12 ივლისი; ქ. მცხეთის კულტურის სახლი), ქუთაისი (17 ივლისი, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრი), ჩოხატაური (18 ივლისი, კულტურის სახლი), ბათუმი (20 ივლისი-საზაფხულო თეატრი) ღონისძიებების დაწყების დრო 19:00 სთ.

8 ივლისს საზეიმომარათონზე წელს მეორედ წარსდგება საქართველოს  ახალგაზრდული სიმფონიური  ორკესტრი და სოლისტები(ვანოსარაჯიშვილისსახ.თბილისისსახელმწიფოკონსერვატორიის დიდი დარბაზი, დასაწყისი 19:00 სთ-ზე, დირიჟორი გიორგი ჟორდანია). ორკესტრიჩამოყალიბდა 2017 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მოსმენების შედეგად, სადაც შეირჩა 14-28 წლამდე ასაკის 40 ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელი.

2019 წლის20 ივლისსქ. ბათუმის საზაფხულო თეატრი 19:00 სთ-ზეუმასპინძლებს მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის გალა კონცერტს,რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ახალგაზრდული სიმფონიურიორკესტრი და სოლისტები(დირიჟორი-გიორგი რევიშვილი).

ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერები არიან ქ. თბილისის მერია და აჭარის კულტურის სამინისტრო.ღონისძიებებზე დასწრება არის თავისუფალი.

MISA-ს ფარგლებში 1-15 ივლისის პერიოდში ქ. თბილისში,მსოფლიოში ცნობილი პროფესორებისა და მუსიკოსების მიერ ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ლექცია-სემინარები, ორკესტრის რეპეტიციები და მასტერკლასები-„ნანა იაშვილი (ვიოლინო, გერმანია), სვეტლანა უსაჩოვა (რუსეთი, ჰობოი), ანდრეი შამილანოვი (რუსეთი, ფაგოტი) მალიკა მუხიტდინოვა (ყაზახეთი, ფლეიტა), მაესტრო ჟან – პიერ შმიტი (აშშ-საფრანგეთი),  ხავიერ ოვიედო (საქსაფონი, აშშ) და ანდრეი კორობეინიკოვის ლექცია-კონცერტი „სკრიაბინის საფორტებიანო სონატები“.ხოლო 21-25 ივლისის პერიოდში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლა ქ. ბათუმში უმასპინძლებს პიანისტთა II საერთაშორისო კონკურსს „MISA GRAND PRIX”– ბორის კონოვალოვი (ფორტეპიანო, კანადა), ალექსეი ოსიპოვი (ვიოლინო, რუსეთი), ოქსანა შევჩენკო (ფორტეპიანო, ყაზახეთი). აქ ახალგაზრდა მუსიკოსები გაეცნობიან პროფესიონალების  მუსიკალურ გამოცდილებას.MISA-ს მიზანია, დღევანდელ მუსიკალურ სცენაზე აღმოაჩინოს ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები, დახვეწოს მათი შემოქმედებითი უნარები და დაეხმაროს კარიერულ წინსვლაში.

MISA-ს უმთავრესი მიზანია ქართველ ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობების საშუალებით.  MISA-ს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი ხელს შეუწყობს ქვეყნის სიმფონიური და კამერული ორკესტრებისთვის ახალი კადრების აღმოჩენას და ღირსეულად შეასრულებს საქართველოს კულტურული ელჩის მისიას.

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.