საგრანტო კონკურსი-ქალთა ფონდი საქართველოში

ქალთა ფონდი საქართველოში” აცხადებს საგრანტო კონკურსს “ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა საქართველოს რეგიონებში”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ბრიტანული ფონდი “სიგრიდ რაუზინგ თრასთი”.

საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოს რეგიონებში მომუშავე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევის წახალისება, ხელი შეუწყონ გენდერის ნიშნით ძალადობის დაფარული ფორმების სამართლებრივი და პრევენციული საკითხების წინ წამოწევას, ადვოკატირებასა და ლობირებას. ფონდი მხარს დაუჭერს ინიციატივებს, რომლებიც მოიაზრებს ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების გამოაშკარავებასა და მათთან ბრძოლას, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური მსოფლმხედველობისა და პატრიარქალური შეხედულებების შეცვლას.

ქალთა ფონდი მიესალმება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს, როგორიცაა:

** ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ფარული და ტაბუირებული ფაქტების გამოვლენა, დოკუმენტაცია და მათზე რეაგირება;
** მუშაობა მედიასთან, თვითმმართველობის ორგანოებთან, რელიგიურ ინსტიტუტებთან და სხვ.
** მონიტორინგი, ადვოკატირება და ლობირება ქალებისთვის არაძალადობრივი გარემოს შესაქმნელად;
** გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის სრულყოფა;
** საკანონმდებლო ინიციატივები;
** გენდერის ნიშნით ძალადობის დაფარული ფორმების აკადემიური კვლევა;
** საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ;
** ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე ქალთა ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა.

საგრანტო კონკურსში “ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა საქართველოს რეგიონებში” მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

** ქალთა ადგილობრივ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოს რეგიონებში;
** ორგანიზაციებს რეგიონებში, რომლებიც მუშაობენ ქალთა საკითხებზე და რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქალები;
** ქალთა ორგანიზაციებს რეგიონებში, რომელთა ბიუჯეტი ქალთა ფონდის ბიუჯეტზე მცირეა.

ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

** რომლებსაც ახორციელებენ ქალები
** რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები.

ქალთა ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების კოალიციურ ინიციატივებს.

საგრანტო თანხა განსაზღვრულია 4500 გირვანქა სტერლინგით.
პროექტების ხანგრძლივობაა 6-დან 8 თვემდე.

“ქალთა ფონდი საქართველოში” პროექტების მიღებამდე მსურველებისთვის ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრებს ფონდის ოფისში 20 თებერვლიდან 3 მარტამდე, ყოველ სამშაბათს და პარასკევს, 15:00-17:00 სთ.

განსახილველი პროექტების (ერთი პირი, ნაბეჭდი ან ხელნაწერი, ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე) წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 მარტი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2018 წლის მარტის ბოლოს.

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ ფოსტით, ელ.ფოსტით, ან ფაქსით, შემდეგ მისამართზე:

სერგო ზაქარიაძის ქ. 8, მე-4 სადარბაზო, I სართული, ბინა 74, თბილისი 0177
ტელ./ფაქსი: 2399998
ელ.ფოსტა: grants@womenfundgeorgia.org

გისურვებთ წარმატებებს!

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.