საგრანტო კონკურსი

ASB (Arbeiter-Samariter-Bund Georgia)

არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში საქმიანობს 2010 წლიდან და ახორციელებს პროექტებს სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით.

საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB საქართველო), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG) და უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრი (UCIPR) ახორციელებენ პროექტს „საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

პროექტი ხორციელდება ორ ქვეყანაში: საქართველოსა და უკრაინაში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების თანამონაწილეობას დიალოგში სოციალური სერვისების პოლიტიკის საკითხებზე. პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი.

პროექტის ფარგლებში, ASB საქართველო და მისი პარტნიორი ორგანიზაცია – CSRDG აცხადებენ საგრანტო კონკურსის მორიგ ეტაპს შემდეგი პირობებით:
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სოციალური სერვისების განვითარებას და მოწყვლადი კატეგორიების, კერძოდ კი ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ამ სერვისებზე წვდომას.

საგრანტო განაცხადის სრული ვერსიისა და სააპლიკაციო ფორმის გადმოსაწერად დააჭირეთ აქ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი
მისამართი: თბილისი, აბაშიძის ქუჩა N42, მესამე სადარბაზო, ბინა #28
ტელ: +995 32 2 29 00 06
ვებ გვერდი: asb.ge
ელფოსტა: info@asb-georgia.org
საკონტაქტო პირი: თათია ჯონსონ

 

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.