საერთაშორისო კონფერენცია „ცენტრალური აზია და სამხრეთი კავკასია გარდამავალ პერიოდში: საერთაშორისო პერსპექტივები“

2018 წლის 30-31 აგვისტოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას „ცენტრალური აზია და სამხრეთი კავკასია გარდამავალ პერიოდში: საერთაშორისო პერსპექტივები“ (Central Asia and the South Caucasus in Transition: International Perspectives).

კონფერენცია გაიმართება დოქტორანტთა და ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამის EUCACIS (“The EU, Central Asia and the Caucasus in the International System”) ფარგლებში. კონფერენციას დაესწრებიან მაღალი რანგის ექსპერტები ცენტრალური აზიიდან, სამხრეთ კავკასიიდან და ევროპიდან. განხილული იქნება რეგიონებისთვის აქტუალური საკითხები, კონფლიქტები და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ასევე თანამშრომლობისა და დიალოგის შესაძლებლობები.

ღონისძიებაზე მოხსენებით გამოსვლა შეუძლიათ დოქტორანტებსა და დამამთავრებელი კურსის მაგისტრანტებს. მოხსენების აბსტრაქტების წარდგენა შესაძლებელია 2018 წლის 30 ივნისამდე.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.