სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში

ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის (Tempus Public Foundation) ვებ-გვერდზე – http://studyinhungary.hu/study-in-hungary/menu/stipendium-hungaricum-scholarship-programmeსასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2018-2019 სასწავლო წლის კონკურსი გამოცხადდა. აღნიშნულ ვებ-გვერდზე სააპლიკაციო ფორმის შევსებისა  და დოკუმენტების ატვირთვის ბოლო ვადაა 2018 წლის  16 თებერვალი.

გასული წლის საკონკურსო პროცედურების მსგავსად, კონკურსანტებმა ტემპუსის ვებ-გვერდზე განაცხადის შევსების  გავლის შემდეგ უნდა გაიარონ რეგისტრაცია სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე https://app.iec.gov.ge, შეავსონ შესაბამისი ელ განაცხადის ფორმა, ატვირთონ ტემპუსის სააპლიკაციო ფორმაში შევსებული  განაცხადი და სხვა  დოკუმენტები.

სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია 2018 წლის 16 იანვრიდან 16 თებერვლის ჩათვლით.

ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადების წარმოდგენისა და საინფორმაციო შეხვედრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება ცენტრის ვებ-გვერდზე iec.gov.ge.
დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.