სკოლის მოსწავლეებისთვის ხელოვნების სასახლეში საგანმანათლებლო პროგრამები დაიწყო

სკოლის მოსწავლეებისთვის ხელოვნების სასახლეში საგანმანათლებლო პროგრამები დაიწყო!
გსურთ ნახოთ როგორ იქმნება ანიმაციური ფილმები?! როგორ ცოცხლდებიან ნახატი გმირები ეკრანზე?! რა არის საჭირო იმისთვის რომ ფერადმა ესკიზმა მოძრაობა დაიწყოს?! ეწვიეთ ხელოვნების სასახლეს და ცოცხალი ფერების საიდუმლო შეიტყვეთ! დაესწარით ჩხიკვთა ქორწილს, დაუმეგობრდით კაცს და ლომს, გაერთეთ ლურჯი მელიას თავგადასავალით! მხოლოდ ხელოვნების სასახლეში! საგანმანათლებლო პროგრამა: “ქართული ანიმაცია- ცოცხალი ფერების საიდუმლო” დაიწყო!
1. ბავშვები დაათვალიერებენ თბილისში ერთ-ერთ ულამაზეს სასახლე-მუზეუმს. 2. გაეცნობიან მუზეუმის დაარსების ისტორიას. იმოგზაურებენ საინტერესო სამყაროში
3. მოისმენენ ისტორიას ქართულ ანიმაციაზე და მათ შემქმნელებზე. 4. ნახავენ ქართულ ანიმაციურ ფილმებს (ასაკის გათვალისწინებით). პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო, სახალისო დეტალებს. წარმოდგენილი იქნება კადრები სხვადასხვა მულტფილმიდან. მონაწილეს შეუძლია გადახატოს, ან თავისი ფანტაზიით დახატოს მულტფილმის გმირები.
5. პროგრამის მიზანია დავაინტერესოთ ბავშვები მუზეუმით, ხელოვნებით, ეროვნული კულტურით. ხელი შევუწყოთ გამოიმუშავონ ფანტაზიისა და გუნდური მუშაობის უნარი. პროგრამა განკუთვნილია: სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-30 ბავშვი. პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი. პროგრამის ღირებულება: 5 ლარი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია! ტელ: +995 (32) 95-36-86 მობ: 593-11-33-91 მის. „ხელოვნების სასახლე“ ი. კარგარეთელის ქ. №6

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

თბილისი თბილისი GE
Get directions