სლოვენიის რესპუბლიკის სტიპენდიები

სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყო 1 სტიპენდია სამაგისტრო პროგრამისთვის. სტიპენდია ფარავს სწავლის ხარჯს წელიწადში მაქსიმუმ 5000 ევროს და საცხოვრებელ და ყოველდღიურ ხარჯებს თვეში 700 ევროს ოდენობით.

დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ვებ–გვერდზე: http://www.sklad-kadri.si

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 მაისი.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • სააპლიკაციო ფორმა
  • სამოტივაციო წერილი
  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დიპლომი და დიპლომის დანართი
  • CV
  • რეკომენდაცია
დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.