სტაჟირების პროგრამა “პალიტრაში”

Palitra

“პალიტრა ჯგუფის” -ს წევრი კომპანია “ნიუსრუმი” აცხადებს სტაჟირების პროგრამას ქ. თბილისში.

“ნიუსრუმი” არის მულტიმედია ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ისეთ სანდო და პოპულარულ ვებპორტალებს, როგორიც არის: http://www.ambebi.ge | http://www.ipn.ge | http://www.palitravideo.ge | http://www.bpn.ge | http://www.kvirispalitra.ge | http://www.sportall.ge

ინტეგრირებული ნიუსრუმის გამართულ და ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს პროფესიონალ ჟურნალისტთა და რედაქტორთა გუნდი. კონკურსის საფუძველზე შერჩეულ 10 კანდიდატს ექნება შესაძლებლობა გაიაროს სტაჟირება შემდეგ საინფორმაციო ვებ პორტალებზე:

** საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი – მოვლენების ოპერატიულად გაშუქება, ნიუსების დაწერა, მობაილ რეპორტინგი.
** საინფორმაციო პორტალი ambebi.ge – თემის მოძიება, მონაცემების შეგროვება, სტატიის და ვიზუალური მასალის მომზადება.
** საინფორმაციო ვიდეოპორტალი palitravideo.ge – მობაილ რეპორტინგი, კამერასთან მუშაობა, მასალის მონტაჟი, გრაფიკული მასალების მომზადება.
** საინფორმაციო პორტალი allnews.ge – თემის მოძიება, მონაცემების შეგროვება, სტატიის და ვიზუალური მასალის მომზადება.
** ეკონომიკური პორტალი bpn.ge – ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით სიახლეების მოძიება, მონაცემების დამუშავება, მასალის მომზადება, საიტის ადმინისტრირება
** ვებ გვერდებისთვის – mshoblebi.ge და Shin.ge სტატიების მომზადება.
** ვებ გვერდებისთვის – marao.gereitingi.gebomond.ge სტატიების მომზადება.
** სოციალური ქსელის მენეჯმენტი – სიახლეების გაზიარება და ინფორმაციის გავრცელება.

დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია სტაჟირების გავლა რადიოშიც.

სტაჟირება სამთვიანია, გაიცემა სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

დაინტერესებული პირები რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის ასატვირთად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0xb5ba005056a226ca11e7faa9f44944b2

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 16 თებერვალი.

გისურვებთ წარმატებას!

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.