სტუდენტ – არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადა

სტუდენტ – არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადა

კერძო უმაღლესი   სასწავლებლების   ასოციაცია” ქ.თბილისის მერიის დაფინანსებით  ატარებს  სტუდენტ -არქტიტექტორთა ოლიმპიადას, რომლის მიზანია   საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი ავტოფარეხების საზოგადო სივრცედ ქცევის შესაძლებლობა. პროექტი განხორციელდება     ახალგაზრდა,    სტუდენტი არქიტექტორებისა და ჯგუფ „ურბანულ ექსპერიმენტების“ მეშვეობით.

პროექტისთვის შეირჩევა 30 სტუდენტი (III,IV კურსის ბაკალავრები და მაგისტრანტები) რომელთაგან შერჩეული სტუდენტებიდან შეიქმნება  5-6 კაციანი ჯგუფები. თითოეულ ჯგუფს ეყოლება ერთი მენტორი, რომელიც მათ უხელმძღვანელებს პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე.

სტუდენტები მენტორებთან და პროექტის ხელმძღვანელებთან ერთად ჩაერთვებიან მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესში,  მიიღებენ ინფორმაციას,  თუ როგორ წარმოუდგენია მოსახლეობას “გარაჟების” საზოგადო და სარეკრეაციო სივრცედ გადაქცევა. სტუდენტები  მონაწილეობას მიიღებენ რვა „ვორკშოფში“. ვორკშოპის მიზანია შეიქმნას ერთგვარი სახელმძღვანელო, რომელშიც მოცემული იქნება ავტოფარეხებით დაკავებული საზოგადო სივრცეების განვითარების სხვადასხვა სცენარები;”ვორკშოპის“ მონაწილეები შეეცდებიან ამ სცენარებით დაანახონ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მსგავს სივრცეებს პოტენციალი აქვს იყოს კეთილმოწყობილი საზოგადო თავშეყრის, კომერციული ან რეკრეაციული ფუნქციის მქონე ადგილი.პროექტის მიმდინარეობას და სამუშაო პროცესს მუდმივად გააშუქებს ქ.თბილისის მერია და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია.

 

პროექტის დასრულებისას მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ ინოვაციებისა   და ტექნოლოგიების სააგენტოში პროფესიონალების დახმარებით ააწყონ მათი პროექტები და მისცენ 3D რენდერების სახე.

პროექტების წარდგენა მოხდება ქ. თბილისის საკრებულოს შენობაში. ღონისძიებას დაესწრება ქ.თბილისის მერი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, აგრეთვე პროექტში ჩართული ადამიანები- მოსახლეობა, არქიტექტორები.ღონისძიება გაშუქდება სხვადასხვა ტელეარხებისა და საინფორმაციო სააგენტოების მიერ. გაიცემა სერთიფიკატები    და და ჯილდოვდებიან პროექტში მონაწილე სტუდენტები. დონორთან შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ გამოვლინდეს ფავორიტი ჯგუფი რომელსაც გადაეცემა სპეციალური პრიზი.

ვორქშოპების დაწყების და დასრულების თარიღია: 2 აპრილი 2018 – 2 მაისი 2018 წელი ფინალური ღონისძიების თარიღი კი: 2 ივნისი 2018 წელი

 

საკონტაქტო ინფორმაცია: ქეთი ყიფშიძე, E-mail: kkipshidze@gmail.com,    mob:599455303

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პროექტების გენერალური მენეჯერი

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

თბილისი თბილისი GE
Get directions