შშმ პირების პერსონალური ასისტენტი

ინკლუზიის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია “ხელიხელს 2011 წლიდან ახორციელებს საოჯახო ტიპის საცხოვრებლის მომსახურებას ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ადამიანებისთვის. აგრეთვე, ორგანიზაცია იწყებს პერსონალური ასისტირების სერვისს შშმ პირებისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის.

ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას შშმ-პირების (როგორც ინტელექტუალური, ასევე ფსიქიკური დარღვევების მქონე) მხარდამჭერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი ქ. თბილისი.

მოთხოვნები განათლებისა და გამოცდილების შესახებ:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** სხვა ადამიანებზე (სასურველია შშმ პირებზე) ზრუნვისა და მხარდაჭერის გამოცდილება;
** სასურველია ტრენინგები ან კვალიფიკაციები ჰუმანიტარულ, სოციალურ, სამედიცინო, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროებში.

აუცილებელი პიროვნული უნარები და თვისებები:

** სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** კრიტიკის მიღების უნარი;
** კეთილსინდისიერება/სანდოობა;
** მოქნილობა, სტრესის დაძლევის უნარი;
** სხვების მხარდაჭერაზე ორიენტირება;
** კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;
** მიზანსწრაფულობა;
** ადაპტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

პასუხისმგებლობა:

** შშმ პირების ასისტირება ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, მათი საზოგადოებაში ინკლუზიის ხელშეწყობა, ღირსეული მოპყრობა და უფლებების დაცვა;
** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო ფუნქციური და პროფესიული უნარების განვითარებაში ხელშეწყობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების:

** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა გაუმჯობესებაში დახმარება
** თვითმოვლისა და ყოფითი ხასიათის სხვადასხვა უნარების განვითარებასა და შესრულებაში მხარდაჭერა;
** ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, სხვა, მათ შორის პირადი ჰიგიენის შენარჩუნებაში ასისტირება
** პროფესიული უნარების გამომუშავების და სამსახურებრივი საქმიანობის მხარდაჭერა/ხელშეწყობა;
** სოციალურ ინკლუზიაში ხელშეწყობა;
** განათლება-განვითარების ხელშეწყობა;
** ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, უფლებების დაცვაში მხარდაჭერა;
** სერვისის მიწოდების შესახებ ანგარიშგება.

შერჩევის პროცედურა:

1 ეტაპი – CV-სა და სამოტივაციო წერილის განხილვა;
2 ეტაპი – გასაუბრება;
3 ეტაპი – სტაჟირება;
4 ეტაპი – ხელშეკრულების გაფორმება.

გთხოვთ, CV და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1000 სიტყვა) გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@handinhand.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ორგანიზაციის ადმინისტრაცია მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.

პატივისა და გულისცემით,

“ხელიხელს”
ოფიციალური ვებგვერდი
Facebook-ის ოფიციალური გვერდი

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.