შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის, გიორგი ტუმასიანის ინიციატივით, ჩამოყალიბდა პლატფორმა “დიალოგი მომავალ თაობასთან”.

პლატფორმა მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგის გააქტიურებას საქართველოს სტრატეგიულ განვითარების პროცესში მომავალი თაობის ჩართულობის უზრუნველსაყოფისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობისთვის.

შეხვედრების ფარგლებში განსახილველი საკითხებს შორის იქნება ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული, ახალგაზრდობისთვის აქტუალური თემები, საქართველოს ისტორიულ გამოცდილება და სამომავლო განვითარების პერსპექტივები, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და გლობალური განვითარების ტენდენციები, ლიდერობასთან დაკავშირებული საკითხები და სტუმრების პირადი რჩევები ახალგაზრდებისთვის.

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, თავისი წარმომადგენლობითი ფუნქციებიდან და მოვალეობებიდან გამომდინარე, აკავშირებს საქართველოს ახალგაზრდობას როგორც ქვეყნის მმართველ პირებთან და ინსტიტუტებთან, ასევე გაეროს სხვადასხვა სტრუქტურასთან.

დისკუსიების ციკლის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართება საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან, 2018 წლის 24 მარტს. შეხვედრის ზუსტი დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით, უნდა გაიაროთ სპეციალური შესარჩევი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14 წლიდან 29 წლამდე ახალგაზრდებს.

რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/forms/sDxWMh6w2bTXG6j43

აპლიკაციები მიიღება 2018 წლის 14 მარტის ჩათვლით.

საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ელ-ფოსტა: george.tumasyan@gmail.com
მობ.: +(995) 558 503550

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.