შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.

შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.

შპს “უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში” ცხადდება კონკურსი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

კონკურსი ცხადდება შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

მიმართულება – ბიზნესის ადმინისტრირება:

დარგი/სპეციალობა – მარკეტინგი:

** პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
** ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული
** ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

დარგი/სპეციალობა – მენეჯმენტი:

** პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
** ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული

დარგი/სპეციალობა – ფინანსები:

** პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
** ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული
** ასისტენტი – 1 საშტატო ერთეული

მიმართულება – ინჟინერია:

დარგი/სპეციალობა – ინფორმატიკა:

** ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
** ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

მიმართულება – მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები:

დარგი/სპეციალობა – სტატისტიკა:

** პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
** ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული

მიმართულება – სამართალი:

დარგი/სპეციალობა – სამართალმცოდნეობა: ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

მიმართულება – ჰუმანიტარული მეცნიერებანი:

დარგი/სპეციალობა – ფილოლოგია:

** ქვედარგი/სპეციალიზაცია – ინგლისური ფილოლოგია: ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
** ქვედარგი/სპეციალიზაცია – ქართული ფილოლოგია: ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული

კონკურსის ჩატარების პირობები:

** პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
** ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
** ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
** ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
** კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით.
** ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი აირჩევა 4 წლის ვადით.
** პროფესორი და ასოცირებული პროფესორი აირჩევა 6 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დამტკიცებული ფორმით); დანართი 1
** კონკურსანტის ანკეტა (დამტკიცებული ფორმით); დანართი 2
** შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები
** სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები);
** სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ბილო 10 წლის განმავლობაში, წლების მითითებით);
** ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით შესაბამისი სალექციო კურსის (კურსების) სილაბუსი (სილაბუსები);
** ბოლო პუბლიკაციის/ნაშრომის/წიგნის/მონოგრაფიის ეგზემპლარები ან ასლები;
** 2 ფოტოსურათი ¾-ზე; ელექტრონული CD დისკზე;
** პირადობის მოწმობის ასლი;

კონკურსის ჩატარების ვადა: კონკურსი ცხადდება 2017 წლის 14 დეკემბერს.

საბუთების მიღება იწარმოებს შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში 2018 წლის 15 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით, მისამართზე ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. №46, ტელ. 2 36-91-60.

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:

** პირველი ეტაპი – საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით საბუთების გაცნობა/შესწავლა;
** მეორე ეტაპი – გასაუბრება

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2018 წლის 30 იანვარი.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://www.usgeorgia.edu.ge

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.