ცხადდება მიღება კურსზე სტუდენტი გოგონებისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე აცხადებს მიღებას კურსზე “Women Leadership, Making of U.S. Foreign Policy and Model Diplomacy”. აღნიშნული კურსი ხორციელდება პროექტის “U.S. Foreign Policy and Model Diplomacy Seminars for Girls” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების / ალუმნი პროგრამის (Democracy Outreach/Alumni Program) ფარგლებში.

პროექტი მოიცავს სემინარებს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეოპოლიტიკურ და პოლიტიკურ ასპარეზზე ქალთა ლიდერობის, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის განხორციელებისა და დიპლომატიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის შესახებ.

პროექტის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები:
– ისწავლიან საგარეოპოლიტიკურ თემებზე საპრეზიდენტო დირექტივის, მემორანდუმისა და პოლიტიკის მიმოხილვის დოკუმენტის შედგენას;
– ჩაერთვებიან ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობის სიმულაციაში, რომლის დროსაც განიხილავენ აქტუალურ საგარეოპოლიტიკურ საკითხებს;
– განიხილავენ ქალთა ლიდერობისა და დიპლომატიის თემებს ამ საკითხებზე მომუშავე ქართველ და ამერიკელ სპიკერებთან ერთად;
– სურვილის შემთხვევაში, იმუშავებენ ქალთა ლიდერობისა და დიპლომატიის სფეროსთან დაკავშირებულ საკონფერენციო პრეზენტაციებზე. პრეზენტაციებზე მუშაობისას მათ მენტორები დაეხმარებიან. კონფერენცია 2018 წლის ნოემბერში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება;

პროექტი მოიცავს 15 შეხვედრას. 10 შეხვედრა ჩატარდება 2018 წლის 1 ოქტომბერი – 13 ოქტომბრის პერიოდში.
1 შეხვედრის ხანგრძლივობაა 3 სთ.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ მოცემული ბმული 

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.