10 ივლისს ვაკის რაიონში მცხოვრებთა დასაქმების ფორუმი გაიმართება

თბილისში, ვაკის პარკში, მედიათეკაში ვაკის რაიონში მცხოვრებთა დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმი ხვალ, 10 ივლისს, 12 საათზე გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია ხვალ დაგეგმილ ანონსებშია მითითებული.

“ვაკის მედიათეკაში თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატების, გიორგი ბირბიჩაძისა და გიორგი მუსხელიშვილის ინიციატივით და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მხარდაჭერით, ვაკის რაიონში მცხოვრები დასაქმების მსურველთათვის დასაქმების ფორუმი გაიმართება”, – ვკითხულობთ ანონსებში.

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

თბილისი თბილისი GE
Get directions