2 კვირიანი ინტენსიური სასწავლო კურსი მოქმედი მენეჯერებისთვის ჩიკაგოში

თქვენი და თქვენი ორგანიზაციის ინოვაციის უნარი არის ძლიერი კონკურენტული უპირატესობა. წარმატებული ინოვაციისთვის აუცილებელია ცვლილებების ფენომენში გარკვევა. შეისწავლეთ ცვლილებების კონსტრუირება, მართვა და შეინარჩუნება. პროგრამა ინტენსიურია და განკუთვნილია მოქმედი მენეჯერებისთვის, რომლებიც ხელმძღვანელობენ ან მონაწილეობენ ორგანიზაციის ცვლილებების ინიციატივებში. პროგრამის მიზანია მონაწილეების ლიდერული პოტენციალის მაქსიმიზაცია და ცვლილებების მართვის უნარის განვითარება.

პროგრამისგან მიღებული ლიდერული უნარები სასარგებლოა, როგორც კომერციული ორგანიზაციის პროექტების ხელმძღვანელებისთვის, აგრეთვე არაკომერციული ორგანიზაციის, საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და სამთავრობო უწყებების მენეჯერებისთვის. მაღალინტერაქტიული 2 კვირიანი პროგრამის გავლით ღრმად შეისწავლით ცვლილებების ბუნებას. გაიგებთ თუ რატომ არის ცვლილება ორგანიზაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და რატომ ხდება, რომ მრავალი შესანიშნავი პროექტის ინიციატივა არის განწირული წარუმატებლობისთვის.

ამ გულმოდგინეთ დაგეგმილი პროგრამის გავლისას რომელიც მოიცავს: პრეზენტაციების სერიას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ქეისების შესწავლასა და ჯგუფურ განხილვებს თქვენ ჩაწვდებით კავშირებს სხვადასხვა კულტურების, ცვლილებების მართვასა და ინოვაციას შორის. აღნიშნული პროცესი შესაძლებლობას მოგცემთ თქვენი იდეები გადაიყვანოთ პრაქტიკულ მოქმედებებში, რომელსაც აქვთ გრძელვადიანი შედეგები.

სრული ინფორმაცია იხილეთ ლინკზე

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.