არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ასოციაცია“ აცხადებს მოხალისეობის პროგრამას სტუდენტებისათვის
გააზიარე:
ქალთა ასოციაცია არის არასამეწარმეო, არაკომერციული ორგანიზაცია რომლის მიზანია ქალთა უფლებების დაცვა–ადვოკატირება; ქალთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა; სხვადასხვა მიმართულებით ქალთა პროფესიული საქმიანობისთვის ხელშეწყობა; ქალებისათვის მათი უფლებების გაცნობა, ასევე ქალთა მაქსიმალურად ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ როგორც პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებაში, ასევე ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში;
ასოციაცია აცხადებს მოხალისეობის პროგრამას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე
ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ სტუდენტებს რომელთაც სურთ მოხალისეობა ბავშვთა დღის ცენტრში „ცისარტყელა“
- მოხალისეობის პროგრამა გრძელდება სამ თვეს
- პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი, სარეკომენდაციო წერილთან ერთად
- მოხალისე დღის ცენტრში იმუშავებს რამდენიმე დღე, ნახევარი განაკვეთით
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე,სამოტივაციო წერილთან ერთად ელ-ფოსტაზე [email protected]
გთხოვთ, „subject” ველში მიუთითოთ პოზიცია “მოხალისე მასწავლებელი“
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით
(+995) 577 38 57 56 – ხათუნა ჩუგოშვილი
განცხადებების მიღება გრძელდება 25 მარტამდე