სტაჟირება ევროპის პარლამენტში ქართველი ახალგაზრდებისათვის

თანამონაწილე

ოფიციალური სტაჟირება ევროპის პარლამენტში ქართველი ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის.

ქართველ ახალგაზრდა პროფესიონალებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, გაიარონ ოფიციალური პროფესიული პრაქტიკა ქ.ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში. წარმატებული კანდიდატები ერთი კვირის (ორი კვირა ან მაქს 1 თვე) განმავლობაში იმუშავებენ ევროპის პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში (განისაზღვრება კანდიდატის პროფესიული პროფილის მიხედვით) და მიეცემათ შესაძლებლობა, დაესწრონ უმაღლესი დონის პოლიტიკურ და დიპლომატიურ ღონისძიებებს როგორც ევროპის პარლამენტში, ასევე ევროპის კომისიაში, კვლევით დაწესებულებებსა და ევროპულ წამყვან საკონსულტაციო ორგანიზაციებში.

პროგრამის ფარგლებში სტაჟიორს მოეთხოვება:

** ევროპის პარლამენტის კომიტეტების სხდომებზე დასწრება (Making summaries and notes);
** ევროპის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასწრება (Making summaries and notes);
** პოლიტიკის დოკუმენტების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** ევროპის პოლიტიკის ანალიტიკურ მიმოხილვით საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
** პოლიტიკური დისკუსიების და დიალოგების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** წამყვანი ევროპული გამოცემებისათვის განკუთვნილი სტატიების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმდინარე რეფორმების ანალიზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** სუპერვაიზორის მიერ მიცემული სხვა ამოცანები;

წარმატებულ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა:

** უშუალოდ გაეცნოს ევროპის პარლამენტის მუშაობის სპეციფიკას;
** დაესწროს უმაღლესი რანგის ფორუმებს, შეხვედრებს, პოლიტიკურ სამიტებს;
** იმუშაოს მულტიკულტურულ გარემოში და გაეცნოს მუშაობის ევროპულ სტანდარტებს;
** დაამყაროს სტრატეგიული ურთიერთობები ევროპის წამყვან პროფესიონალებთან;
** აიმაღლოს კვალიფიკაცია მსოფლიოს პოლიტიკურ ცენტრში და მიიღოს შესაბამისი სერტიფიკატი;

კანდიდატს მოეთხოვება:

** უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი (ან ცნობა სწავლების შესახებ);
** ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;
** აქტიური კომუნიკაციის უნარი და მათ შორის სოციალური ქსელების მართვის გამოცდილება;
** ახალგაზრდულ საგანმანათლებლო პროექტებში და ტრენინგებში მონაწილეობის გამოცდილება;
** კვლევითი საქმიანობის უნარ-ჩვევები;
** სარეკომენდაციო წერილი;
** სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 1 გვერდი)

გამგზავრებასა და სტაჟიორად შერჩევის ეტაპებთან და საფასურებთან დაკავშირებით მოგვმართეთ exchangeprograms@pdcgeo.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:

+995(32)2 72 14 70; 593 57 53 25; 574 334 777
მის: ქ. თბილისი, კოსტავას N67.

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.