McDonald ვაკანსიები

ჩვენ, “McDonald`s საქართველო“, 1999 წლიდან ვოპერირებთ საქართველოში და წარმოვადგენთ ერთ-ერთ პირველ კომპანიას, რომელმაც საქართველოში მომსახურების კულტურის განვითარებას შეუწყო ხელი. დღეისათვის ჩვენს სტუმრებს ვემსახურებით ჩვენს 13 რესტორანში, როგორც თბილისსა და რუსთავში, ისე საქართველოს 3 რეგიონში. ჩვენი დიდი გუნდი უკვე აერთიანებს 1000-მდე ახალგაზრდას. კომპანიის კულტურა ეფუძნება პატივისცემასა და სამართლიანობას. ჩვენ ვაფასებთ ღია, კეთილსინდისიერ, შრომისმოყვარე თანამშრომლებს და ხელს ვუწყობთ მათ განვითარებას.

თუკი გინდა შემოუერთდე “მაკდონალდსის” გუნდს, მაშინ არ გაუშვა შანსი ხელიდან!

პოზიცია: გუნდის წევრი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ზუგდიდი – “მაკდონალდსის რესტორანი”

რას გთავაზობთ:

** გახდე ჩვენი კორპორატიული კულტურის ნაწილი
** მოქნილ სამუშაო განრიგს, რომელიც საშუალებას მოგცემს, ერთმანეთს შეუთავსო მუშაობისა და განათლების მიღების პროცესი
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიაში.

სწავლების პროგრამა: იმისათვის, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა ადვილად შეისწავლონ და შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, რესტორნის ყველა თანამშრომელი მუშაობის დაწყების პირველივე დღიდანვე იწყებს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას პერსონალური სწავლების ინსტრუქტორის დახმარებით.

სამუშაო პირობები:

** ძირითადი, მუდმივი სამუშაო.
** მაქსიმუმ 5 სამუშაო დღე კვირაში.
** მინიმუმ 4 მაქსიმუმ 8 საათიანი სამუშაო განრიგი დღის ჭრილში.
** მუშაობა ცვლებში (დილის, საღამოს და ღამის ცვლა).

გუნდის წევრის ძირითადი ვალდებულებები:

** მომსახურების ზონა: სტუმართა მომსახურება დადგენილი სტანდარტების დაცვით (მისალმება, შეკვეთის მიღება, შეკვეთის შეგროვება, ანგარიშწორება – მუშაობა სალაროსთან, კომუნიკაცია სტუმრებთან)
** წარმოების ზონა: პროდუქციის წარმოება – პროდუქციის წარმოება დადგენილი სტანდარტების დაცვით.
** რესტორნის დარბაზისა და გარე ტერიტორიის ზონა: ჩვენს რესტორნებსა და გარე ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვა დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** სტუმართა კმაყოფილებაზე ზრუნვა.

აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:

** ბრწყინვალე კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარი;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული;
** გუნდში მუშაობის სურვილი;
** ემოციების მართვის უნარი;
** საუკეთესო დისციპლინა.
** განათლება: უმაღლესი (ბაკალავრი) განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
** კვალიფიკაცია: სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
** უცხო ენა: ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ ჩვენს საიტს: www.mcdanketa.ge – ანკეტის შესავსებად გუნდის წევრის პოზიციაზე, მოთხოვნილ შესაბამის ველებში შეიყვანონ მოცემული მონაცემები (User: Crew, Password: crew2018) და შეავსონ ანკეტა გუნდის წევრის პოზიციაზე.

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.