Ministry of Data-ს ჰაკათონი – გამარჯვებული გუნდი პრიზად 2500$ მიიღებს

Ministry of Data

ბალკანეთის ქვეყნების შემდეგ, Ministry of Data შავი ზღვის რეგიონში გადმოინაცვლებს.  ჰაკათონში, რომელიც 16-17 ნოემბერს გაიმართება, მონაწილეობას სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეები მიიღებენ.  პროექტში მონაწილე ქვეყნებისთვის შეიქმნა დავალებები, რომლებზეც შერჩეული გუნდები იმუშავებენ. საქართველოში გუნდები პროექტებს ტურიზმის შესახებ 2005 წლიდან დღემდე არსებულ მონაცემებზე, ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჩართულობასა და სახელმწიფო ბიუჯეტზე შექმნიან.

თითოეული ქვეყნიდან 3 გუნდი შეირჩევა, რომლებიც იდეებს თბილისში, DataFest-ზე წარადგენენ. პროექტში გამარჯვებული გუნდი პრიზის სახით 2,500 $ მიიღებს. გამარჯვებულ გუნდს პროექტზე სამუშაოდ ერთი თვე მიეცემა, რომლის განმავლობაშიც მას მენტრობას ForSet-ის გუნდი გაუწევს.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 30 სექტემბრამდე უნდა გაიარონ. შერჩეულ კანდიდატებს 10 ოქტომბრამდე დაუკავშირდებიან.

სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/MinistryOfData_BlackSea

დამატებითი ინფორმაციისთვის მოიწონეთ ფეისბუქ გვერდი და ეწვიეთ ვებ გვერდს.

 

საკონტაქტო პირი: თეონა თომაშვილი; teona@forset.ge;

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.