Work and Travel პროგრამა – დასაქმდი ჩინეთსა და ტაილანდში

StarAcademy

სტუდენტებს, რომელთაც სურთ სამუშაო გამოცდილების დაგროვება და ამავდროულად მოგზაურობა, ამიერიდან შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ამერიკის Work and Travel პროგრამაში ან TESOL-ის საერთაშორისო სერთიფიკატით დასაქმდნენ ჩინეთსა და ტაილანდში.

Work and Travel მსოფლიოში საკმაოდ აღიარებული პრაქტიკაა და დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალაგაზრდებში. TESOL კი კანადის ყველაზე მსხვილი ინგლისურენოვანი პლათფორმის- Global TESOL College – ის მიერ აკრედიტირებული სერტფიკატია. ამ სერთიფიკატით უფლებამოსილი ხართ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ასწავლოთ ინგლისური.

Work and Travel ოთხ თვიანი პროგრამაა. I-III კურსის სტუდენტებს შანსი აქვთ სამი თვით იმუშაონ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო ერთი თვე იმოგზაურონ. ანაზღაურება 1500-5000 დოლარამდე მერყეობს. საქმიაობის სფეროები მრავალფეროვანია და მონაწილეებს შეუძლიათ იმუშაონ სასტუროებში, გაყიდვების სფეროში, კვების ობიექტებში, გასართობ, აკვა და ეროვნულ პარკებში. ეს პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურთ პროფესიული განვითარება, ახალი უნარ-ჩვევების ათვისება, ამერიკული კულტურის გაცნობა და უბრალოდ დასვენება და მოგზაურობა.

TESOL პროფესიული პროგრამაა ინგლისური ენის მცოდნეთათვის, იგი ორ ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე მონაწილეები, დისტანიცური სწავლების საშუალებით გაეცნობიან ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებს და აიღებენ TESOL-ის (Teaching English To Speakers of Other Languages) სერთიფიკატს, რომელიც ყველაზე მსხვილი ინგლისურენოვანი პლათფორმის- Global TESOL College – ის მიერ აკრედიტირებული სერტფიკატია. ამ სერთიფიკატის მფლობელებს შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ სკოლასა თუ აკადემიურ დაწესებულებაში დასაქმდნენ ინგლისური ენის სპეციალისტად.

პროგრამის მეორე ეტაპზე შეირჩევა სამუშაოები ჩინეთსა და ტაილანდში. მონაწილეები დასაქმდებიან კერძო/საჯარო სკოლებსა და ბაღებში, ხელფასები ამ შემთხვევაშიც 1500-5000$მდე მერყეობს. მაღალ ხელფასთან ერთად ეს ქვეყნები იაფი ცხოვრებით გამოირჩევა სადაც, ყოველდღიური საშუალო ხარჯები ბევრად ნაკლებია დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით. შესაბამისად ჩინეთსა და ტაილანდში მუშაობის პერიოდში მონაწილეები შეძლებენ იცხოვროთ ხელგაშლილად, იმოგზაუროთ თავისუფალ დროს და ამავდროულად დააგროვოთ ფული მომავლისათვის. ამ პროგრამის ხანგრძლივობა 3 თვიდან ერთ წლამდეა.

Work and Travel და TESOL პროგრამების ოფიციალური პარტნიორი საქართველოში ორგანიზაცია Star Academy-ია. ეს ორგანიზაცია წარმართავს მონაწილეების შერჩევის პროცესს, ეხმარება მათ სასურველი სამუშაოს მოძიებასა და დოკუმენტები მოწესრიგებში. ასევე Star Academy-შია შესაძლებელი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ინგლისური ენის სერთიფიკატის – TESOL-ის აღება.

დამატებითი ინფორმაციისათვის – 0322 96 77 99

დატოვე კომენტარი

შეაფასე და დაწერე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.